ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა თვისებების წყალობით მიაღწევთ წარმატებას 2022 წელს

№2

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 19.01, 2022 წელი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს სათავეს. იმის მიხედვით, თუ როგორია თქვენი დაბადების კოდი, გაიგებთ რა სახის საქმიანობით შეიძლება იშოვოთ ფული 2022 წელს და საერთოდ, გაქვთ თუ არა შანსი, რომ ფინანსურ სტაბილურობას მიაღწიოთ.

ამისთვის, საჭიროა, თქვენი დაბადების კოდი გამოთვალოთ. მაგალითად: ადამიანი, რომელიც დაიბადა 1990 წლის 15 მარტს, ბედის კოდით 1-იანის მფლობელია. ჯამური ციფრის გამოთვლა კი, ასე ხდება: 1990 +15 + 03 = 1 + 9 + 9 + 0 +1+5+0+3=28=2+8=10. იმ შემთხვევაში, თუ დაბადების მონაცემების ჯამი ორნიშნაა, მაგალითად, 10, 20 ან 30, ის, საბოლოო ერთნიშნა რიცხვამდე დაიყვანება. მაგალითად: 1+0=1. ამას უნდა დაუმატოთ წლის რიცხვი, ანუ 6 (2022=2+2+2+2=6). 1+6 =7.

1 – გამოკვეთილი ინდივიდუალისტი ხართ. ლიდერული თვისებების მქონე. გაქვთ მენეჯერის თვისებები, ამიტომ საჭიროა, ისეთ სფეროებში იმოღვაწეოთ, რომელიც სხვების მართვას ეხება. აუცილებელია, წელს მოერიდოთ ვალებისა და კრედიტების აღებას, ქვეშევრდომების მიმართ კი ლოიალურობა გამოიჩინოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ გამდიდრებას.

2 – უკეთესია, თუ წელს დამოუკიდებლად მუშაობას პარტნიორებთან და თანამოაზრეებთან ერთად საქმის კეთებას ამჯობინებთ. ასე, ფინანსებს უფრო მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გამოიმუშავებთ. მარტო კი ვერაფერს მიაღწევთ. წელს კარგ შემოსავალს გპირდებათ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ან საოჯახო ბიზნესი. არანაკლებ მოგებიანია არქიტექტურა და დიზაინი.

3 – ენთუზიასტი და ოპტიმისტი ხართ. ინტელექტუალი და ერუდიციის მოყვარული. ხშირად ისიც გაკმაყოფილებთ, რაც გაქვთ და ზედმეტი ფინანსური ამბიცია არ გაწუხებთ. წელს თქვენთვის მოგებიანი და ფინანსური შემოსავლის სტაბილურობის გარანტი იქნება ჟურნალისტიკა, საგამომცემლო საქმე, ბეჭდური მედიის ნებისმიერი სფერო. ასევე, დიპლომატის და კონსულტანტის საქმიანობა.

4 – ისწავლეთ ხანგრძლივვადიანი, შორსმიმავალი ფინანსური გეგმების დასახვა. ნუ დახარბდებით მოკლევადიან და საეჭვო გარიგებებს. გაქვთ თანდაყოლილი პასუხისმგებლობის გრძნობა, ამიტომ მეცენატის როლის მორგებით ნებისმიერ სფეროში მიიზიდავთ სერიოზულ კაპიტალს. ხშირად ეკონტაქტეთ გავლენიან ადამიანებს და ისინი ადვილად დაგანახვებენ ფინანსური მოგების გზებს.

5 – თავისუფალი გრაფიკი, ხელსაქმე ან სხვა რომელიმე საქმიანობა, რომელიც თქვენთვის ჰობია, წელს ძირითადი საბადო იქნება სიმდიდრის მოსაზიდად. კარგი იქნება ისეთ საქმეს თუ აირჩევთ, რომელიც სწრაფად ადაპტირებას, მოქმედებასა და გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. ტურიზმი, ინტერნეტ-მარკეტინგი ან კომუნიკაციის სფერო თქვენი ოქროს გასაღებია ბიზნესში.

6 – უმჯობესია სხვების დაქვემდებარებაში საქმე მშვიდად შეასრულოთ და გაითვალისწინოთ კოლეგების აზრი. ხალხს მოსწონს თქვენი დამამშვიდებელი აურა, რბილი ხმის ტემბრი, სითბო, რომელსაც გასცემთ. წელს განსაკუთრებით მოგების მომტანია საგანმანათლებლო ან სამედიცინო სფეროში ძალების მოსინჯვა და ამ საქმეში ფულის დაბანდება.

7 – წელს გადაწყვეტილებები მხოლოდ თქვენი მოსაზრების მიხედვით მიიღეთ. ნუ გექნებათ სხვების დახმარების იმედი, საკუთარი ოჯახის წევრებისაც კი. ამ წელიწადში თქვენთვის საუკეთესო გზა ფულის მოსაზიდად საზოგადოებრივი საქმიანობა და პოლიტიკაა.

8 – საუკეთესო წელია ფულის მოსაზიდად. განსაკუთრებით გაგიმართლებთ საბროკერო ან სადაზღვევო საქმიანობაში ან სადღესასწაულო-საქორწინო ღონისძიებების მომსახურება-ორგანიზებაში. თქვენ თანდაყოლილი ალღო გაქვთ დიდი ფულის საკეთებლად, ამიტომ, ჩვეულებრივი დაქირავებული მოხელის შრომა მომაბეზრებელი და არაფრის მომცემი იქნება. ამიტომ, გირჩევთ წელს სერიოზულად დაფიქრდეთ საკუთარი საქმის წამოწყებაზე.

9 – წელს განსაკუთრებით მოგებიანი და ფინანსურად სტაბილური აღმოჩნდება კონსულტანტის, დიპლომატის, პედაგოგის ან დიზაინის ამპლუაში მუშაობა. თქვენ, ამის კარგი მონაცემები გაქვთ და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ფინანსების მოსაზიდად. წელს შეგიძლიათ, თქვენი რჩევებიც კი ფულად აქციოთ. თუ ადამიანების მიმართ მეტ მოთმინებასა და თანადგომას გამოიჩენთ, ფინანსებშიც მეტად გაგიმართლებთ და შრომაც დაგიფასდებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი