რა სახით უბრუნდება ადამიანს სამყაროში გაშვებული უარყოფითი იმპულსები
ავტორი: ნონა დათეშიძე 10:00 30.04

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარ თავს დაეხმაროს, ამიტომ გირჩევთ, იფიქრეთ საკუთარ კეთილდღეობაზე და ნურასდროს იტყვით უარს იმაზე, რისი მიღწევაც ნამდვილად შეგიძლიათ. იმოქმედეთ და უქმად არ დაკარგოთ ის დღე, რომელსაც თქვენთვის ბედნიერების მოტანა შეუძლია. ზოგადად, წარუმატებელი და უიღბლო ადამიანი არ არსებობს, არიან წუწუნა და უსაქმური ადამიანები, წარმატებას თავადვე რომ ბლოკავენ.
ადამიანის უიღბლობა თუ ავადობა ზეციური ძალების სასჯელია, შემთხვევითობა კი სხვა არაფერია, თუ არა ჯერ კიდევ ამოუცნობი კანონზომიერება. აქედან გამომდინარე, თავს დატეხილი უბედურება თუ წარუმატებლობა უიღბლობას კი არ უნდა დავაბრალოთ, არამედ, ამის სათავე საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. არსებობს დეტალები, რომლებიც უნდა გახსოვდეთ და გაითვალისწინოთ.
როცა ვინმეს მიმართ ზიზღს გამოხატავთ, ნეგატიურად საუბრობთ მასზე ან ლანძღავთ, სამყაროში უარყოფით იმპულსებს უშვებთ და ის იმპულსები ბუმერანგივით უკან გიბრუნდებათ. ეს იგივეა, სამყაროს საკუთარი ბედი დააწყევლინოთ. უარყოფითი აზრებით თუ ქმედებით აბინძურებთ საკუთარი მომავლის ენერგეტიკულ კოდს და გაუცნობიერებლად ბლოკავთ წარმატებისა და ჯანმრთელობის შანსებს.
ყველა ისე ცხოვრობს ამ სამყაროში, როგორც იმსახურებს და ეცადეთ, დაიმსახუროთ მხოლოდ კარგი, რადგან თქვენი წარუმატებლობა, სამყაროს პასუხია თქვენსავე საქციელზე. არსებობს გარკვეული პერიოდები, როცა საშიშია ნეგატივის გაშვება კოსმოსში, რადგან ეს ყველაფერი ელვის სისწრაფით უკანვე გვიბრუნდება. ერთმა უცაბედად გაელვებულმა და გაუაზრებელმა ფიქრმა ან წამოსროლილმა სიტყვამ შესაძლოა, რადიკალურად შეცვალოს მთელი თქვენი ცხოვრება. სწორედ, ამიტომაა საჭირო სიფრთხილე, კონტროლი და წინდახედულება თითოეული სიტყვის წარმოთქმისას, რომ აღარაფერი ვთქვათ, გაცნობიერებულ საქციელზე. ასე რომ, ადამიანები, დღევანდელი საქციელით ჩვენსავე მომავალ ბედს განვსაზღვრავთ და ერთმა ცუდმა გაფიქრებამაც კი შესაძლოა, გენური პროგრამა შეცვალოს და ბედში ნეგატიური ცვლილებები შეიტანოს.
აუცილებელია, იმახსოვრებდეთ იმ დღესა და რიცხვს, როცა თქვენს ცხოვრებაში რამე ნეგატიური მოხდა და გაიაზროთ, როგორ განწყობაზე იყავით იმ კონკრეტულ დღეს: ხომ არ უსურვეთ სხვას ცუდი, ხომ არ დაიწუწუნეთ ბედზე და ასე შემდეგ. ან, თუ ხვდებით, რომ ორშაბათობით ან პარასკევს ან, დავუშვათ, 5, 11 ან 28 რიცხვში საქმე კარგად არ გამოგდით, იქმნება პრობლემები და ასე შემდეგ, ესე იგი, ამ დღეებსა და რიცხვებში განსაკუთრებულად უნდა დააკვირდეთ საკუთარ საქციელსა და სიტყვებს. ყველას აქვს თავისი თარსი, ნეგატიური რიცხვი, დღე და ამ დღეებსა და რიცხვებში მეტად უნდა აკონტროლოთ ემოცია და ქცევა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან