ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე ასტროლოგიურად არასწორ დღეს დაკრეფილი ყურძენი

№38

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 29.09, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

მთვარის ფაზები უდიდეს გავლენას ახდენს მცენარეებზე, ზოგადად მათ ზრდა-განვითარებაზე, მოსავლიანობაზე, ასევე მოსავლის აღებასა თუ დაბინავებაზე.

მთვარეს აქვს ოთხი ფაზა: აღმავალი მთვარე, რომელშიც შედის 14 დღე და იწყება ახალი მთვარიდან; ეს ფაზა იყოფა ორ ნაწილად. შემდეგი 14 დღე არის დაღმავალი მთვარის ფაზა – სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე; ეს ფაზაც ორ ნაწილად იყოფა. ანუ, ერთი თვის განმავლობაში გვაქვს აღმავალი და დაღმავალი ფაზები. აღმავალ მთვარეზე მცენარე მეტად წვნიანი ხდება. დაღმავალ მთვარეზე კი ეს წვენი ფესვებისკენ გადადის. აღმავალ ფაზაში, ანუ ახალი მთვარიდან ორი კვირის განმავლობაში, დაკრეფილი ვაშლი, მსხალი, ატამი, ყურძენი თუ გარგარი, წონითაც დიდია, საღადაც გამოიყურება და გემრიელი საჭმელიცაა. ამ ორი კვირის შემდეგ კი, ნაყოფს წვენი აკლდება, იფიტება და მის მოკრეფას და ჭამას არ გირჩევთ. თუ ხილი მაშინვე უნდა ჭამოთ ან გასაყიდად გინდათ, ის აღმავალ ფაზაში დაკრიფეთ, თუ შესანახად – დაღმავალ ფაზაში. ასე თუ მოიქცევით, მაშინ ხილი გვიან ზამთრამდე შეინახება და არ დალპება.

ასევე, არსებობს მთვარის სატანური დღეები. ეს დღეებია: ახალი მთვარიდან მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეცხრამეტე და ოცდამეცხრე. ამ დროს მთვარიდან დედამიწაზე მოდის ნეგატიური ენერგია, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუარესების, კონფლიქტების, ავარიების, ტრავმების ალბათობას. მკვეთრად უარესდება ადამიანის გუნება-განწყობაც. ეს, ასევე, ნეგატიურად აისახება მცენარეებზეც, რომლებიც მთვარის ენერგიების მიმართ მეტად მგრძნობიარენი არიან

იმ დღეებში, როცა მთვარიდან ნეგატიური ენერგია მოდის, ხილიც ასეთი ენერგიით ივსება. მაგალითად, ის წვენი, რომელიც გამოიყოფა ყურძნის მტევნიდან, გაჯერებულია მთვარის ნეგატიური ენერგიით. ამ დღეებში ყურძენი არ უნდა დაკრიფოთ, არც დაწუროთ და არც შეინახოთ. ასევე, საშიშია მზისა და მთვარის დაბნელების დღეებიც. ამ დღეს უმჯობესია, თავი შეიკავოთ ყურძნის კრეფისა და დაწურვისგან, რადგან ამ დროს მისგან მოდის სამმაგი ნეგატიური, სატანური ენერგია, დამანგრეველი და პრობლემური. მთვარე, მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ენერგიით ავსებს ვაზს და მისი ნაყოფის ამ დღეს დაკრეფა, დაწურვა და დაბინავება არ შეიძლება. ასეთ დროს დაწურული ყურძნის წვენის მიღება ადამიანზე უარყოფითად მოქმედებს.

ვაზს მთვარისა და წყლის სტიქიები მართავს. აქედან გამომდინარე, თუ კონკრეტულ ადამიანს პირად ჰოროსკოპში „შავი მთვარე“ კირჩხიბის, თევზების ან მორიელის ზოდიაქოში, ანუ წყლის სტიქიის ზოდიაქოში აღმოაჩნდა, ასეთი ადამიანისთვის საერთოდ იკრძალება ალკოჰოლიანი სასმლის დალევა, მით უმეტეს, მძიმე ენერგიების დროს დაკრეფილი და დაწურული ღვინის, რადგან „შავი მთვარის“ გავლენით ადამიანები ალკოჰოლისადმი მიდრეკილი ხდებიან, ამასთან, ცუდი სიმთვრალით. ასე რომ, ნეგატიურ დღეს დაკრეფილ-დაწურული ყურძენი სიმთვრალის დროს ადამიანი ცუდი ქცევის გარანტია. მზის დაბნელების დროს დაწურულ ღვინოში კი დიდი აგრესია და ნეგატიური ენერგიაა ჩადებული. და, თუ მას ახალ მთვარეზე ან სატანურ დღეს დალევთ, შესაძლოა, მთვრალმა კონტროლი დაკარგოთ, უმიზეზოდ აშარდეთ და საშინელება ჩაიდინოთ.

რაც შეეხება მთვარის ფაზებს, სანამ ახალი მთვარე გამოანათებს ცის კაბადონზე, ის რამდენიმე დღე ქრება, შემდეგ კი რკალის სახით ჩნდება. ამ პერიოდში ხდება ადამიანის ორგანიზმის ტოქსინებისა და წიდებისგან გაწმენდა. ამ დროს კარგია სამკურნალო შიმშილობა, არასასურველი კავშირებისგან გათავისუფლება. როცა ცაზე მთვარის ახალი რკალი გამოჩნდება, ადამიანის ორგანიზმის აქტიურობა ნელდება, ქვეითდება, იკლებს შრომისუნარიანობა. ამ დროს იმუნიტეტიც ქვეითდება და დიდია დეპრესიისა და აგრესიის ალბათობა.

მზარდი მთვარის ფაზაში, კარგია მკურნალობის დაწყება. ამ დროს ძლიერდება პრეპარატების მოქმედება ორგანიზმზე, ადვილად ხდება ვიტამინებისა და მინერალების ათვისება. მთვარის ფაზის პირველ მეოთხედში, კარგია გამწმენდი პროცედურების ჩატარება, მასაჟი. გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში იწყება ორგანიზმში ცხიმის დაგროვება, ამიტომ, უნდა აკონტროლოთ წონა.

მზარდი მთვარის პერიოდში კარგია სასიყვარულო-რომანტიკული შეხვედრები. ეს პერიოდი იღბლიანია და წარმატებების მომტანი საქმიან სფეროშიც. ამ დროს იზრდება ემოციურობა და, ამიტომ, მეტად უნდა აკონტროლოთ საკუთარი ქცევა. მთვარის მეორე ფაზაა, როცა მნათე მთვარე დისკოს ნახევარს იკავებს. ამ დროს ხდება ენერგიის მომატება. ადვილად არის შესაძლებელი ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტა. ამიტომ, უნდა იმოქმედოთ თამამად.

სავსემთვარეობისას ხდება ენერგიის მაქსიმალური ხარჯვა. ამ პერიოდში მოჭარბებული ენერგია უკონტროლო ხდება. ადამიანი აფორიაქებულია, ნერვული სისტემა დაძაბული აქვს და აწუხებს უძილობა. დიდია ავარიების, ჩხუბის, კამათის, ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობა. ეს დრო მშვიდად და წინდახედულად უნდა განვლოთ. სავსემთვარეობის დღეებში, რომანტიკული შეხვედრები მეტ ვნებასა და ემოციურ ელფერს იძენს. მთვარის მესამე ფაზა უკავშირდება აქტიურ მოქმედებას და ადამიანი მეტად შრომისუნარიანი ხდება. აკეთეთ, რაც გსიამოვნებთ და ყველაფერი გამოგივათ. კლებადი მთვარის დროს, კარგია ოპერაციების ჩატარება, რადგან ამ პერიოდში ორგანიზმი ადვილად იტანს ქირურგიულ ჩარევას და, ასევე, სწრაფად იწყებს გამოჯანმრთელებას.

მთვარის კლება კი მეოთხე ფაზაა. ამ პერიოდში ჩვენი ორგანიზმი იწყებს დასუსტებას, შრომის უნარი დაქვეითებულია. მოერიდეთ დიდ ფიზიკურ დატვირთვას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

4-10 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი  4 – 10 ივლისი