ნათელმხილველი ნანული ლალიაშვილი: იცხოვრეთ რწმენით, აივსეთ გული სიკეთით, სინათლით, ამ არეულ ეპოქაში მხოლოდ ასე გახვალთ სამშვიდობოზე!
ავტორი: თამარ გუნია 17:02 08.05

„ჭეშმარიტ ნათელმხილველს კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი მისია – დაეხმაროს ადამიანებს, შეცვალონ ცხოვრება უკეთესობისკენ. სწორედ ამ მიზნით დავაარსე აკადემია „წინ – ბედნიერებისკენ“, სადაც ადამიანებს ვეხმარებით, გადაჭრან პრობლემები, სირთულეები, მოიპოვონ ბედნიერება და წარმატება“ – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი და ექსკლუზიური ინტერვიუ ქალბატონმა ნანული ლალიაშვილმა, რომელიც ალტერნატიული მედიცინის აკადემიკოსი, ცნობილი ნათელმხილველი და საინტერესო ბიოგრაფიის ქალბატონია.
ნანული ლალიაშვილი წლების განმავლობაში არ ცხოვრობდა საქართველოში. უცხოეთში გატარებულმა პერიოდმა და მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობამ მას საერთაშორისო აღიარება და დიდი წარმატებები წლების წინ მოუტანა, ასე შეიქმნა ისტორია წარმატებული ქართველი ქალბატონის, რომელმაც მრავალი ათეული წელი საყვარელ საქმეს – ადამიანთა მსახურებას მიუძღვნა.
ნანული ლალიაშვილი: უპირველესად, ცოტა დაგვიანებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ჩემს საყვარელ ხალხს! ღმერთმა მრავალს დაგვასწროს, დაგვლოცოს და გაგვახაროს. სიკეთითა და სიყვარულით აავსოს უფალმა ჩვენი გულები, მშვიდობა მოეტანოს ჩვენს არეულ სამყაროში, რომელიც აგრესიით, ბოროტებით, ძალადობითაა დამძიმებული. იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ურთულეს პერიოდს გადის, რაც რამდენიმე წელი გაგრძელდება, უფლის ნებით, ყველაფერი მაინც სიცოცხლის, სიკეთის გამარჯვებით დასრულდება.
კაცობრიობისთვის არ არსებობს სხვა ასეთი მნიშვნელობისა და დიდებულების ისტორია, როგორიც იესო ქრისტესი. მე ღრმად მორწმუნე ადამიანების ოჯახში ვარ გაზრდილი. ბებიაჩემი რელიგიური, განსწავლული ქალი იყო, სახალხო მკურნალი, იშვიათი დაავადების მქონე ადამიანებსაც კი კურნავდა. ბებია მეგობრობდა მაღალი რანგის სასულიერო პირებთან, მან ჯერ კიდევ პატარა ასაკში მყოფი მომატარა საქართველოს ტაძრები, მას შემდეგ ტაძარი ჩემთვის ყველაზე დიდ ნავსაყუდელად იქცა. მე ძველ თბილისში გავიზარდე, განსაკუთრებით მიყვარდა წმიდა ნიკოლოზის ტაძარი, რომელიც უცხოეთში ცხოვრების დროს ისე მენატრებოდა, მესიზმრებოდა ხოლმე. როდესაც დიდხნიანი განშორების შემდეგ თბილისში ჩამოვედი, პირველი, რაც გავაკეთე, ერთ დღეს თბილისის 7 ტაძარი მოვილოცე. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის წლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნება. ახლაც, ჩემი ასაკის მიუხედავად, ყოველთვის ვახერხებ ორი-სამი დღით რაიონში ჩასვლას და ტაძარში დარჩენას. ეს რიტუალი ჩემთვის არის, როგორც „საღვთო“, როგორც შესაწირი ჩემი და იმ ადამიანებისა, ვინც ჩემთან დახმარების სურვილით მოდის.
მადლობელი ვარ უფლის იმისთვის, რომ ასეთი მრავალფეროვანი ცხოვრება მარგუნა, შემახვედრა საინტერესო ადამიანებს. წარმატება ჩემს ცხოვრებაში იოლად არ მოსულა, უფლის დახმარება და შრომა იყო მთავარი, რამაც აქამდე მომიყვანა. მიყვარს შრომისმოყვარე ადამიანები, მათ მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა მაქვს. მე იმ თაობის ადამიანი ვარ, ვინც ათეული წლების განმავლობაში მაისის პირველ დღეს მშრომელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავდა, რომელიც ვარდობისთვის დასაწყისს ემთხვევა. განსაკუთრებულად მიყვარს წელიწადის ეს პერიოდი. ბედნიერი და იმედიანი ვარდობისთვე ჩემს ხალხსა და ჩემს ქვეყანას!
– ქალბატონო ნანული, თქვენ აღიარებული ხართ, როგორც ალტერნატიული მედიცინის გამორჩეული წარმომადგენელი, აკადემიკოსი, მრავალი ათეული წელია, თქვენი უნიკალური პროცედურებით ეხმარებით ადამიანებს, რომელთაც აქვთ პრობლემები პირად ცხოვრებაში, კარიერაში. ძირითადად როდის მოგმართავენ ადამიანები და რას ურჩევთ მათ, ვინც ცხოვრების რთულ ეტაპებს გადიან?
– სამყარო იმართება წესებით, რომელთა დიდი ნაწილი დღემდე აუხსნელია ჩვეულებრივი ადამიანისთვის. აწმყო, წარსული და მომავალი – ეს არის ერთი მთლიანი, იმის, თუ რა გელით მომავალში, მხოლოდ განსაკუთრებული უნარით დაჯილდოებულ ადამიანებს შეუძლიათ ამის განსაზღვრა. არსებობს უამრავი მეთოდი, სპეციალური პროცედურა და რიტუალი, ცოდნა, რომელთა მეშვეობითაც კარგი სპეციალისტი ეხმარება ადამიანებს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში. ჭეშმარიტ ნათელმხილველს კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი მისია – დაეხმაროს ადამიანებს, შეცვალონ ცხოვრება უკეთესობისკენ. სწორედ ამ მიზნით დავაარსე წლების წინ აკადემია „წინ – ბედნიერებისკენ“, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით ადამიანებს, აისრულონ თავიანთი სურვილები და გახდნენ ბედნიერები.
50 წელზე მეტია, ამ საქმეს ვემსახურები. უამრავ ისტორიას გაუვლია ამ წლებში, თითქმის ყველა ისტორია და ადამიანი მახსოვს. ჩემთვის მთავარი აღიარება არის ნდობა, რასაც ვგრძნობ ადამიანებისგან. ჩემს მთავარ მისიად მიმაჩნია მათი შველა, დახმარება, სწორ გზაზე დაყენება. დღეს ადამიანებს უამრავი პრობლემა აქვთ – ყოფითი, სოციალური, პირადი. არის ბარიერები, რაც გვიკეტავს გზას წარმატებისკენ. მე ვეხმარები ადამიანებს, როგორ გადალახონ ეს ბარიერები და როგორ მიაღწიონ წარმატებას საქმეში, ბიზნესში, პირად ცხოვრებაში, ოჯახის შექმნასა და ასე შემდეგ. როდესაც თქვენს ცხოვრებაში არ მთავრდება წინაღობები, რაც ხელს გიშლით წარმატებასა და ბედნიერებაში, აუცილებელია სპეციალისტის ჩართვა. არსებობს რიტუალები, რომლებიც ტარდება საგვარეულო წყევლის და ბოროტი თვალის გასანეიტრალებლად, რაც დღეს, ასევე, ძალიან გავრცელებულია.
ძალიან მაწუხებს, რომ ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეტი ადამიანი მომმართავს მწვავე პრობლემებით, საზოგადოებაში არსებული მძიმე ნეგატიური ფონი, სტრესი, დეპრესიები უკვალოდ არ მიდის, ამ ყველაფერმა ძალიან დაამძიმა ადამიანთა ცხოვრება. მომავალი ორი ათწლეული ბოროტისა და სიკეთის, სიკვდილისა და სიცოცხლის, ფულისა და ღირებულებების განსაკუთრებული „ბრძოლისა“ და დაპირისპირების ხანად იქცევა. ეს სამწუხარო რეალობაა, მას მომზადებულები უნდა შევხვდეთ.
– როგორ დავიცვათ თავი და ახლობელი ადამიანები ასეთ რთულ დროს?
– გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ის აუცილებლად მოდის, თუ ჩვენს ცხოვრებას სწორად წარვმართავთ. ახლა, როდესაც უკვე დიდი გზა გავიარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რა არის მთავარი ცხოვრებაში, ეს არის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ახლობელი და საყვარელი ადამიანები. მოუფრთხილდით მათ. რასაც ვუსურვებთ სხვას, ის აუცილებლად ჩვენვე გვიბრუნდება უკან. უსურვეთ ადამიანებს სიკეთე და სიხარული და თქვენც აუცილებლად იქნებით გახარებული. იყავით მადლიერი სამყაროსი, უფლის, ყველაფრისთვის, რაც გეძლევათ. ცხოვრების როგორ რთულ პერიოდსაც არ უნდა გადიოდეთ, აივსეთ რწმენით, რომ უნდა იცოცხლოთ და გაიმარჯვოთ.
იმის მიუხედავად, რომ სამყარო ძალიან რთულ, გამოწვევებით სავსე პერიოდს გადის, გახსოვდეთ, მთავარი ღირებულებები. იხარეთ იმ ყველაფრით, რაც გეძლევათ უფლის ნებით. არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ ბედნიერები არიან, სანამ რაიმე განსაცდელი არ დაატყდებათ თავს. როდესაც ხარ ჯანმრთელი, გაქვს სახლი, სადაც შეგიძლია, გაატარო შენი ცხოვრების წლები, გყავს ძვირფასი და საყვარელი ადამიანები, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი გაქვს ბედნიერებისთვის და მადლობა უნდა გადავუხადოთ უფალს იმ დიდი მადლისთვის, რასაც ის ჩვენ გვანიჭებს.
მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
579 700 057; 599 07 33 22
უცხოეთიდან დაგვიკავშირდით:
WHATSAPP / VIBER 579 70 00 57
ალტერნატიული მედიცინის აკადემიის აკადემიკოსის, ნათელმხილველ ნანული ლალიაშვილის ოფისი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან