ჰოროსკოპი და შეუცნობელი

მიხეილ ცაგარელი: წლევანდელი აპრილი რთული თვეა

№14

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 08.04

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი, ვარსკვლავებსა და პლანეტებზე დაკვირვებითა და ასტროლოგიური გათვლით, ამბობს, გაზაფხულის შუა პერიოდი, კერძოდ კი აპრილის თვე, არაერთგვაროვანი და რთულად გასასვლელი პერიოდი აღმოჩნდება. ამიტომ, ადამიანებს მეტი ყურადღება და დაკვირვება გვმართებს, როგორც მოქმედებების, ასევე შექმნილი გარემოებების გააზრებისა და შეგუების მიმართ. ხოლო, თუ როგორი იქნება აპრილის თვე პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ეკონომიკური კუთხით, ბატონი მიხეილისგან შეიტყობთ.

– ბატონო მიხეილ, ასტროლოგიური გათვლით, როგორი აპრილის თვე გველის წინ?

– წლევანდელი აპრილი, არაერთგვაროვანი და ნაწილობრივ რთული თვეა. 19 რიცხვამდე ვერძის ზოდიაქოში მოძრავი მზე ადამიანებში გააძლიერებს სიახლეების სურვილს, კიდევ უფრო გაამყარებს ხისტ პოზიციებს. ამიტომ, მოქმედებისას ადამიანები ნაკლებად გაითვალისწინებენ გარშემო მყოფების სურვილებს და დაეყრდნობიან მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას, ცოდნასა და ავტორიტეტს. ამიტომაც, აპრილის დასაწყისში ურთიერთობების გარკვევა ან ახალი კავშირების დამყარების მცდელობა უსარგებლო აღმოჩნდება. ცვალებადი გარემოებები და არსებული სიტუაცია კი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს და საგრძნობლად შეცვლის გეგმებსა და სტრატეგიებს როგორც საქმიან სამყაროში, ისე სოციალურ-პოლიტიკურ სფეროში.

– კერძოდ, რა მოვლენებს უნდა ველოდოთ?

– 30 მარტიდან 9 აპრილამდე დროის მონაკვეთში არაა გამორიცხული მასშტაბური ავარიები და კატასტროფები, რაც, თავის მხრივ, არაერთი ქვეყნის ეკონომიკურ სფეროში გამოიწვევს დიდ პრობლემებს. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2 აპრილიდან გონებისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადული, ანუ უკუმავალი, გახდება, რაც უარყოფითად იმოქმედებს მოგზაურობებსა და ურთიერთობებზე, გაზრდის შეცდომების ალბათობას. მიუხედავად ამისა, 3 აპრილს პლანეტების – მერკურის, ვენერასა და ნეპტუნის – შეერთება, სასიკეთო თანამშრომლობის ახალ გზებს წარმოაჩენს, რომლისთვისაც სასურველია წინდაწინ მომზადება.

– ეს – რაც შეეხება თვის დასაწყისს და თვის შუა პერიოდს. ბოლო პერიოდშიც მსგავს მოვლენებს უნდა ველოდოთ?

– თვის შუა რიცხვებში საგრძნობლად გაუმჯობესდება დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა, ჩამოყალიბდება პოზიტიური, შემოქმედებითი, კრეატიული ატმოსფერო, რაც შექმნის არაერთ შესაძლებლობას თვითრეალიზაციისა და პირადი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. გაჩნდება მოტივაცია, გაძლიერდება გარისკვისა და გამდიდრების სურვილი, რაც დადებითად აისახება ახალ პერსპექტიულ ჩანაფიქრებზე. გაჩნდება ახალ პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საინტერესო შემოთავაზებები. თუმცა, უკუმავალი პლანეტა მერკურის გამო, სასურველია, მათი რეალიზაცია განხორციელდეს მხოლოდ 25 აპრილის შემდგომ. მანამდე კი აუცილებელია ყველაფრის კარგად გააზრება და გაანალიზება. გარდა ამისა, აპრილის მეორე ნახევარი, განსაკუთრებით 17 რიცხვის შემდგომ, ხელს შეუწყობს კარიერული პოზიციების, მეგობრული და სასიყვარულო ურთიერთობების გამყარებას, პირად ცხოვრებაში – კარდინალურ ცვლილებებს. ამ სფეროებში სასურველი შედეგების მისაღწევად კი უმჯობესია, მნიშვნელოვანი ნაბიჯები 26 რიცხვამდე გადაიდგას.

– ხშირად აპრილის თვეში თავს იჩენს ხოლმე მიძინებული და ქრონიკული დაავადებები. ამ კუთხით რას გვეტყვით?

– 24 აპრილიდან შესაძლოა, თავი ისევ შეგახსენოთ თვის დასაწყისში მიმდინარე ავადმყოფობემა, სტრესებმა, შეგაწუხოთ სისხლძარღვებმა, კუნთების სპაზმებმა, სახსრებისა და თავის ტკივილებმა. თუმცა, მძლავრი შემოქმედებითი ენერგიების დახმარებით, ცხოვრების ყველა სფეროში შესაძლებელი იქნება მეტ-ნაკლები სტაბილურობის შენარჩუნება. აპრილის ბოლო დღეები სასიკეთოა მუშაობისთვის, კარიერული ზრდისთვის, ბავშვის ჩასახვისა და მშობიარობისთვის, განსაკუთრებით 26 აპრილამდე. იმავდროულად, ეს პერიოდი ხელს უწყობს გამაჯანსაღებელ პროცედურებს, რომლებიც მოხსნის ადრე დაგროვილ დაღლილობასა და სტრესს, ხელს შეუწყობს ახალ პირობებთან ადაპტირებასა და ახალი ცხოვრებისეული რიტმისთვის ნაბიჯის აწყობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი