9-15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 09.12
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
საქმეებში სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელი იქნება მეტი აქტიურობა, სხვებთან თანამშრომლობა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. კარგი დროა ძველი საქმეების დასასრულებლად, ახალ პროექტებზე სამუშაოდ და ხანგრძლივი პარტნიორული თანამშრომლობის დასაწყებად.
კურო ♉
განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ ფინანსურ საბუთებზე, მონაცემების სისწორესა და უსაფრთხოებაზე. პირად და საქორწინო ურთიერთობებში ეცადეთ არ იყოთ ზედმეტად მომთხოვნი. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ, რადგან ენერგიის დაქვეითება არ აისახოს განწყობაზე.
ტყუპები ♊
კარგი დროა ახალი გეგმებისა და მიზნების ჩამოსაყალიბებლად. გასაკონტროლებელია ხარჯი. ახალი ინფორმაციის მიღებისას გადაამოწმეთ იგი, ახალ გაცნობილ ხალხს კი ადვილად ნუ ენდობით. კარგი დროა მოგზაურობის, ახალი კავშირებისა და ცოდნის მისაღებად.
კირჩხიბი ♋
შესაძლოა გადააწყდეთ სირთულეებს, რომელთა დასაძლევად მეტად უსმინეთ ინტუიციას და თავი შეიკავეთ ემოციებისგან. მოგზაურობა და დასვენება დადებითად ჩაივლის. ძველი სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება მეგობრულ კავშირში გადაიზარდოს.
ლომი ♌
მოიმატებს თქვენი შრომისუნარიანობა. კარგი დროა გართობისთვის, შემოქმედებითი მუშაობისათვის, სიყვარულისათვის და ახალი იდეების დემონსტრირებისთვის. ბევრ ადამიანთან მოგიწევთ ურთიერთობა და ამიტომ დროულად იზრუნეთ საკუთარ იმიჯზე.
ქალწული ♍
რთული დროა, ამიტომ აუცილებელია წინდახედულობა. ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. სჯობს უარი თქვით ყველა სახის მოგზაურობაზე. მოერიდეთ უცნობ ადამიანებთან საქმიან და სასიყვარულო ურთიერთობას.
სასწორი ♎
ახალი საქმის დაწყება რეკომენდებული არაა. ასევე, ეს პერიოდი არ უწყობს ხელს მოგზაურობას, სამაგიეროდ კარგია სამომავლო გეგმების დაწყობისა და მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად. ზედმეტი პირდაპირობით ეცადეთ არ გააღიზიანოთ პარტნიორები.
მორიელი ♏
ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ, რადგან შეცდომებისა და გაუგებრობების ალბათობა მაღალია. საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში.უცხოელებთან ურთიერთობა ხელს შეუწყობს თქვენი შემოსავლის ზრდას.
მშვილდოსანი ♐
ინტუიციაზე დაყრდნობით გაგიადვილდებათ სწორი არჩევანის გაკეთება. თუმცა, რადიკალური გადაწყვეტილება სჯობს არ მიიღოთ. პარტნიორულ და სასიყვარულო ურთიერთობებში უნდა ისწავლოთ წონასწორობის შენარჩუნება, სხვისი ჩვევების შეგუება. ნუ გარისკავთ და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
თხის რქა ♑
რისკი ამ პერიოდში გაუმართლებელია. კარგი დროა დასვენებისათვის და ინტელექტუალური განვითარებისათვის. აუცილებლად დაიტოვეთ დრო პირადი ცხოვრებისა და ურთიერთობისათვის, რათა არ გაანაწყენოთ საყვარელი ადამიანი. ერიდეთ შორეულ მოგზაურობებსა და შემთხვევით ნაცნობობას.
მერწყული ♒
ამ პერიოდში სასურველია რაც შეიძლება ბევრი და საჭირო კონტაქტი დაამყაროთ. საჭიროების შემთხვევაში დროულად წადით კომპრომისზე. უცხოეთში მოგზაურობა, სასიამოვნო რომანტიკული შთაბეჭდილებებით აღგავსებთ. კარგი დროა მკურნალობის ჩასატარებლადაც.
თევზები ♓
დაძაბული და ემოციური დროა, როცა პარტნიორული, საქმიანი, ან სასიყვარულო ურთიერთობების შენარჩუნება შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ნურავის შეჰპირდებით იმაზე მეტს, ვიდრე სინამდვილეში შეგიძლიათ. აუცილებლად გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების აზრი და სურვილები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან