7-13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 07.04

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
ფსიქოსომატური მდგომარეობა დაიწყებს გაუარესებას. შესაძლოა პრობლემები გაჩნდეს პარტნიორებთან. საყვარელ ადამიანთან უმიზეზოდ ურთიერთობას ნუ გააფუჭებთ. ხშირად დაისვენეთ და ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
კურო ♉
ძვირადღირებულს ნურაფერს შეიძენთ. საყვარელ ადამიანს ნუ მოახვევთ თქვენს აზრს ძალდატანებით. მოგზაურობისას ნუ ენდობით უცნობებს და ყურადღება მიაქციეთ პირად ნივთებს.
ტყუპები ♊
კარგი დროა გეგმებისა და მიზნების კორექტირებისთვის. მოულოდნელი ინფორმაცია გაგიადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას. მშვიდ გარემოში გაგიადვილდებათ განვლილი პერიოდის გაანალიზება და ახალი მიზნების დასახვა.
კირჩხიბი ♋
მიმდინარე მოვლენები ცვლილებებს გამოიწვევს თქვენს მსოფლმხედველობაში. ურთიერთობისას იღბალი გაგიღიმებთ და გაგიადვილდებათ საქმეებში წარმატების მიღწევა. გადაადგილებები დაუკავშირდება ოჯახს ან გართობას.
ლომი ♌
მიუხედავად დადებითი განწყობისა, ხშირად მოგეძალებათ სიზარმაცისა და დაღლილობის შეგრძნება. ფულის უყაირათოდ ხარჯვისგან, შეიკავეთ თავი. არ გადაიტვირთოთ და ხშირად დაისვენეთ. კარგი დროა ოჯახის წევრებთან ერთად დასვენება.
ქალწული ♍
ყველა ქმედება კარგად აწონ-დაწონოთ, რადგან შეცდომები ცუდად აისახება თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე. ფული ყაირათიანად ხარჯეთ. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას. სასიყვარულო და საქორწინო სფეროში ეცადეთ მეტად გულისხმიერი იყოთ.
სასწორი ♎
ნუ გადაიღლებით. ფინანსური გარიგებებისათვის ცუდი დროა, რადგან შესაძლოა დანაკარგი განიცადოთ. სიტყვაზე ნურავის ენდობით. პირად ცხოვრებაში კი, შეიძლება ადგილი ჰქონდეს სასიამოვნო სიახლეებსა და სიურპრიზებს.
მორიელი ♏
განწყობის ცვალებადობა, მიზნებისა და ამოცანების ხშირ ცვლილებას გამოიწვევს. არავის ეკამათოთ. ახალი საქმიანი პარტნიორები, დახმარებას გაგიწევენ პროფესიულ საკითხებში. სასიყვარულო სფეროში კი, გამოიჩინეთ მეტი მოთმინება.
მშვილდოსანი ♐
დაეყრდენით ინტუიციას. თავშეკავება, ნებისყოფა, და ადამიანების დარწმუნების უნარი დაგეხმარებათ პროფესიულ სფეროში პოზიციების გაძლიერებაში. პირად ურთიერთობებში, ეცადეთ იყოთ მეტად გახსნილი.
თხის რქა ♑
მოიმატებს ენერგია და გამძაფრდება ემოციურობა, რაც კონფლიქტების მიზეზი შეიძლება გახდეს. განმარტოება, დასვენების და აზრების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ. მოგზაურობისას, აუცილებელია სიფრთხილე და დაკვირვება.
მერწყული ♒
სირთულეებია მოსალოდნელი, გარშემომყოფებთან ურთიერთობისას. მოერიდეთ ნაკლებად ნაცნობ ხალხთან ურთიერთობას. ეჭვიანობის ნიადაგზე, დიდია საყვარელ ადამიანთან კონფლიქტების წარმოქმნის ალბათობა. დასვენება, დადებითად იმოქმედებს თქვენს შინაგან მდგომარეობაზე.
თევზები ♓
დამოუკიდებლად ნურაფერს გადაწყვეტთ და ინფორმაცია გადაამოწმეთ. შეამცირეთ გადაადგილებებისა და შეხვედრების რაოდენობა. ერიდეთ, სარისკო ქმედებებს. დასვენება გაგიუმჯობესებთ გუნება-განწყობას და ახალი იდეების სტიმული აღმოჩნდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან