ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 30 იანვარი – 5 თებერვალი

№5

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 30.01, 2023 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

არ აჰყვეთ ცდუნებებს, რადგან შეცდომებს გვერდს ვერ აუვლით და შესაძლოა ბევრი უსიამოვნება შეგხვდეთ. სიფრთხილე გმართებთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისასაც. შორეული მოგზაურობა დადებითად ჩაივლის.

კურო ♉

საქმეებში წარმატებისათვის ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს და გაიაზრეთ ყველა ნაბიჯი. ხშირ-ხშირად დაისვენეთ, რომ ძალები აღიდგინოთ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას ტაქტიანი იყავით. საყვარელ ადამიანთან, მოერიდეთ კამათსა და ურთიერთობების გარჩევას.

ტყუპები ♊

ადვილად გაართმევთ თავს ძველი საქმეების დასრულებას. პირადი ურთიერთობების გაუმჯობესება, შემდგომი მოქმედების სტიმული გახდება. მოგზაურობისას სიფრთხილე გმართებთ, რათა არაფერი დაკარგოთ. გაგახალისებთ მონატრებულ მეგობრებთან შეხვედრა.

კირჩხიბი ♋

არ დაარღვიოთ კანონი და მორალური ზღვარი, რათა არ დაანგრიოთ წლების მანძილზე ნაშენები ურთიერთობები და საქმეები. კარგი დროა, მოგზაურობისათვის და ახალი კავშირების დამყარებისთვის. ამტანიანობის დაქვეითებისას დროულად მიაკითხეთ ექიმს და ხშირად მოაწყვეთ დასვენების საათები.

ლომი ♌

იყავით დამთმობი. დიპლომატიური ხერხით მიაღწიეთ წარმატებას პირად ურთიერთობებსა და სამსახურის საქმეებში. დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას ერიდეთ. რათა არ დაუშვათ შეცდომა. ოჯახში და საყვარელ ადამიანთან სიტუაციის დაძაბვისას ეცადეთ ტაქტიანად განმუხტოთ სიტუაცია.

ქალწული ♍

თქვენი ენერგეტიკული მაჩვენებელი დაქვეითდება, რაც შესაძლოა მუშაობის ხარისხსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახოს. მიღებული ინფორმაცია გადაუმოწმებლად არ გამოიყენოთ, მით უმეტეს, თუ ეს ეხება თქვენს პირად, ან სასიყვარულო ურთიერთობას. კარგი დროა კომპლექსური მკურნალობის დასაწყებად ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად.

სასწორი ♎

სირთულეებია მოსალოდნელი საბუთებთან, ან სადავო საქმეებთან დაკავშირებით. ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ სახლში და ხშირად დაისვენოთ. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებსა და დიდ თავყრილობებს. სასიყვარულო ურთიერთობებში კი, მეტი სიფრთხილე გმართებთ.

მორიელი ♏

კლებას იწყებს თქვენი ენერგია, ამიტომ ეცადეთ ხშირად დაისვენოთ და არ გადაღალოთ ორგანიზმი. სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალი საქმიანი ურთიერთობების მიმართ. პირად ცხოვრებაში, ემოციებს ნუ აჰყვებით და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჯერ ნუ მიიღებთ.

მშვილდოსანი ♐

ყურადღება გმართებთ საბუთების მიმართ, რათა არ დაუშვათ შეცდომები. სასიყვარულო პარტნიორებთან შეიკავეთ ემოციები. კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის და მომავალი გეგმების დასახვისთვის. განსაკუთრებულ ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

თხის რქა ♑

საერთო მიზნების გამო, საკუთარი სახსრებით ნუ გარისკავთ, რადგან ახლობლებმა შეიძლება ვერ შეასრულონ დანაპირები. ნურავის ნურაფერს შეჰპირდებით და მოერიდეთ საბუთების ხელმოწერას. რიგიანად დაისვენეთ და აღიდგინეთ ძალები.

მერწყული ♒

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, ბევრად უფრო სასიამოვნო გახდება, თუ მათთან ერთად დაიწყებთ საცხოვრებელი ადგილის კეთილმოწყობას. შეამცირეთ გადაადგილებების რიცხვი, რათა არ გაიუარესოთ ფსიქოსომატური მდგომარეობა.

თევზები ♓

დაქვეითებული ენერგია სწრაფად მოქმედების საშუალებას არ მოგცემთ. არ აჰყვეთ ინტრიგებს და წყენა არ ჩაიდოთ გულში, რათა თავი აარიდოთ დანაკარგებს. სიამოვნებას მოგიტანთ სასიყვარულო კავშირი, სადაც ბევრი სიურპრიზი გელით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი