კვირის პროგნოზი 30 სექტემბერი – 6 ოქტომბერი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 30.09
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
აუცილებელი იქნება გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. შესაძლოა გამოსავალი იპოვნოთ ძველი ჩახლართული საქმეებიდან. მოგიწევთ ოჯახის მატერიალური საკითხების მართვა. ძალების აღდგენას და დასვენებას კი ადვილად შესძლებთ ბუნებაში.
კურო ♉
ეცადეთ ზუსტად განსაზღვროთ მიზნები, რათა პირადი პრობლემები სხვისი განხილვის საგანი არ გახადოთ. მოერიდეთ შორეულ მოგზაურობებსა და უცხოელებთან საქმიან მოლაპარაკებებს. მომგებიანი იქნება საშუამავლო საქმიანობა. ხშირად დაისვენეთ და ეცადეთ აღიდგინოთ დახარჯული ენერგია.
ტყუპები ♊
გაიზრდება ენერგიულობა და აქტიურობა. ახალი იდეების განხორციელებისას ნუ იყოყმანებთ. ფინანსურ სტაბილურობის მიღწევაში საქმიანი მოლაპარაკებები დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში სიახლეები კი მოგზაურობას დაუკავშირდება.
კირჩხიბი ♋
გარშემომყოფებთან უთანხმოება სჯობს კომპრომისისა და დიპლომატიის გზით მოაგვაროთ. მოერიდეთ დიდ ხარჯებს. საქმის წინსვლისათვის რთული დროა. შესაძლოა შეგაწუხოთ ჯანმრთელობის პრობლემებმა, რის დროსაც დროულად მიმართეთ ექიმს.
ლომი ♌
ადვილად დაამყარებთ ურთიერთობებს. ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში შეიტანეთ ხალისი, რადგან ჰარმონიულ გარემოზე იქნება დამოკიდებული თქვენი სიმშვიდე და ჯანმრთელობა. შესაძლოა ოჯახის რომელიმე წევრს თქვენი დახმარება დასჭირდეს.
ქალწული ♍
დაქვეითდება ენერგეტიკა და ხშირად დაგჭირდებათ შესვენება და ძალების აღდგენა. ეცადეთ გაითვალისწინოთ გარშემომყოფთა აზრი და შეინარჩუნოთ არსებული საქმიანი კავშირები. საყვარელ ადამიანთან კი, შესაძლოა ყველაფრის თავიდან დაწყება გახდეს საჭირო.
სასწორი ♎
თქვენს მომხიბვლელობას ამ პერიოდში მშვიდად გვერდს ვერავინ აუვლის. გამოიყენეთ ეს დრო პირადი ურთიერთობების დასამყარებლად და ცხოვრების გასაუმჯობესებლად. სახლის საქმეები ძალზედ ბევრ დროს წაგართმევთ. მოგზაურობა ბევრ სიახლესა და სიამოვნებას გპირდებათ.
მორიელი ♏
პერიოდი დაუკავშირდება საქმიან კონტაქტებსა და ფინანსურ საკითხებს. გამოიყენეთ ცოდნა და მიიღეთ ორიგინალური გადაწყვეტილებები. გაიზრდება თავისუფლების მოთხოვნილება, რაც ხარვეზებს გააჩენს საქორწინო და სასიყვარულო ურთეირთობებში.
მშვილდოსანი ♐
თავს ენერგიულად და ჰარმონიულად იგრძნობთ. აუცილებელი გახდება მნიშვნელოვანი გადწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. მეგობრებთან ხშირი შეხვედრები და მოგზაურობა დაგიბრუნებთ ხალისს.
თხის რქა ♑
არაერთგვაროვანი პერიოდია. არ გაღიზიანდეთ, რათა კონფლიქტებმა არ აგირიოთ ურთიერთობები და არ დაგიქვეითოთ ავტორიტეტი. პარტნიორების გამო შეიძლება დამუხრუჭდეს გეგმები. პირად ურთიერთობაში ხშირი იქნება შეხვედრები, სასიამოვნო საუბრები და მიმოწერა.
მერწყული ♒
კარგი დროა ახალი პროექტების დასაწყებად. ახლობლებთან საუბრები დიდი სიამოვნებას მოგგვრით და თავდაჯერებულობას გაგიზრდით. მოგზაურობები სასიიკეთოდ ჩაივლის, ხოლო იქ დამყარებული საქმიანი ურთიერთობები შემდგომში მოგებას მოგიტანთ.
თევზები ♓
ზოგიერთი წამოწყება დროებით შეიძლება დამუხრუჭდეს, რაც დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. მგრძნობიარე იქნებით და პირადი ურთიერთობები შეიძლება გაგიფუჭდეთ ეჭვიანობისა და ტყუილების გამო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან