კვირის პროგნოზი 27 მარტი – 2 აპრილი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 27.03

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇
ვერძი ♈
ჩანაფიქრების რეალიზება გაგიადვილდებათ, ახლო მეგობრების დახმარებით. თქვენს მომხიბვლელობას ამ პერიოდში მშვიდად გვერდს ვერავინ აუვლის, ამიტომ დრო ხელსაყრელია პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად და ახალ ურთიერთობების დასამყარებლად.
კურო ♉
ენერგიის დაქვეითების მიუხედავად, შესაძლებელი იქნება გარკვეული წარმატებების მიაღწევს. ფინანსურ მოგებას, ხანგრძლივი პროექტები მოგიტანთ. დრო ხელს უწყობს ახალი პირადი კავშირების დამყარებას. ახლო მოგზაურობა დადებითად იმოქმედებს ჯანმრთელობაზე.
ტყუპები ♊
თავდაჯერებულობითა და მომხიბვლელობით ნებისმიერ წრეში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. სამსახურის საქმეებს, უმოკლეს დროში გაართმევთ თავს და დასვენებისთვის საკმარისი დროც დაგრჩებათ. მოგზაურობა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ.
კირჩხიბი ♋
გარშემომყოფები, თქვენს მიმართ განსაკუთრებით კეთილგანწყობილები იქნებიან და ეცდებიან გაგიწიონ დროული და ღირებული დახმარება. შესაძლოა, აუცილებელი გახდეს ოჯახის პრობლემებში გარკვევა. საყვარელი ადამიანი, გაგახარებთ ურთიერთგაგებით და ერთგულებით.
ლომი ♌
მოიმატებს თქვენი გავლენის სფერო და ავტორიტეტი, ამიტომ რჩევისა და დახმარებისათვის შესაძლოა არა ერთმა ადამიანმა მოგმართოთ. პირად ცხოვრებაში შეიძლება დაფიქრდეთ მნიშვნელოვან ცვლილებებზე. კარგი დროა, გადაადგილებებისა და მოგზაურობისთვისაც.
ქალწული ♍
მოერიდეთ კამათს და ეცადეთ, მეტად ტაქტიანი იყოთ. სიამოვნებას მოგიტანთ უჩვეულო ადამიანებთან ურთიერთობა. მოგებიანი იქნება გრძელვადიან ბიზნესთან დაკავშირებული ოპერაციები. სტაბილური მატერიალური მდგომარეობა, მშვიდად მუშაობის საშუალებას მოგცემთ. დადებითად ჩაივლის მოგზაურობა.
სასწორი ♎
მეტი იაქტიურეთ და წარმატებასაც სწრაფად მიაღწევთ, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში. მოგზაურობა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს და კარგ გამოცდილებას გპირდებათ. ახალი ნაცნობობა კი, შესაძლოა ახალი სასიყვარულო კავშირის ჩასახვის საწინდარი გახდეს.
მორიელი ♏
მეტად მგრძნობიარე და რომანტიკული იქნებით, ამიტომ სიამოვნებას მიიღებთ როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობებისგან. მშვენიერი დროა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, მკურნალობის დასაწყებად, ან პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩასატარებლად.
მშვილდოსანი ♐
თავს ენერგიულად იგრძნობთ. ამ დროს გაცნობილი ხალხი, კარგი მეგობრები გახდებიან. სასიყვარულო ურთიერთობებში, დროულად მიიღეთ გადაწყვეტილებები და დაიწყეთ მოქმედება. წარმატებით ჩაივლის საქმიანი მივლინებები.
თხის რქა ♑
მიუხედავად ენერგიის შესუსტებისა, გაუმჯობესდება განწყობა და გაიზრდება აქტიური მოქმედებების სურვილი. ყველა საქმეს მეთოდურად და ფრთხილად მიუდექით. მოგზაურობები წარმატებას მოგიტანთ, უცხოელებთან ურთიერთობა კი, დადებითად წაადგება თქვენს კარიერას.
მერწყული ♒
ამ დროს დაწყებული საქმე, კარგ შემოსავალს გპირდებათ. თავდაჯერებულობა კი დაგეხმარებათ ახალი კავშირების დამყარებაში და სასიყვარულო ურთიერთობების სასიამოვნოდ წარმართვაში. კარგი დროა, ახალი კავშირების დამყარებისთვის.
თევზები ♓
ინფორმაცია და მოვლენები, გონივრულად გააანალიზეთ. შესაძლოა, უეცრად წამოიწყოთ ფარული სასიყვარულო ურთიერთობა. კონტაქტების უმრავლესობას, საქმიანი ხასიათი ექნება და შემოსავლის გაზრდას მოემსახურება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან