ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი

№52

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 26.12, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

საქმიან ურთიერთობებში, ყურადღებით შეარჩიეთ პარტნიორები. სხვისი ფინანსების იმედი ნუ გექნებათ. მოგზაურობისას, შესაძლებელია ახალი სასიყვარულო კავშირის დამყარება. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან თქვენი ენერგობალანსი შემცირებულია.

კურო ♉

მოიმატებს ინტუიცია. ადვილად მოახდენთ გავლენას გარშემომყოფებზე. თუ წინასწარ შეიმუშავებთ ზუსტ გეგმას, არ გაგიჭირდებათ უშეცდომოდ მოქმედება და მიზნის მიღწევა. მხარდაჭერას მიიღებთ ოჯახის წევრებისგან და საყვარელი ადამიანისგან. კარგი დროა ახალი შენაძენებისთვის.

ტყუპები ♊

სასიყვარულო ურთიერთობაში, შეიცვლება თქვენი შეხედულებები და უფრო ღრმა გახდება თქვენი დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამოკიდებული იქნება თქვენ უნარებსა და ოპტიმიზმზე. კარგი დროა სამკურნალო პროცედურების ჩატარებისთვის.

კირჩხიბი ♋

ფინანსებთან დაკავშირებით ნუ გარისკავთ. გაიცანით ახალი ხალხი და დაამყარეთ საჭირო კავშირები. ოჯახის წევრებს ყველა წვრილმანის გამო ნუ აუხირდებით და მეტი მოთმინებით მოეკიდეთ მშობლების რჩევებს. დრო და დრო, სჯობს დაისვენოთ.

ლომი ♌

სერიოზულად დაფიქრდით არა მარტო საქმეებზე, არამედ სამომავლო ცხოვრებისეულ მიზნებზე და მათი მიღწევის საშუალებებზე. გაიზრდება გადაადგილებების რაოდენობა, გაუმჯობესდება ფინანსური მდგომარეობა. სიამოვნების წყაროდ იქცევა საყვარელი ადამიანი.

ქალწული ♍

რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ საზოგადოებაში, მით მეტი საქმიანი პერსპექტივა გაგიჩნდებათ. გაიზრდება შემოსავლების რაოდენობა. მოწესრიგდება ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, რომელთა მეშვეობით გაგიადვილდებათ აუცილებელი მოლაპარაკებების ჩატარება და შეთანხმების მიღწევა.

სასწორი ♎

ახალი კავშირები დაგეხმარებათ თავდაჯერებულობის მომატებასა და სარფიანი მოლაპარაკებების ჩატარებაში. შესაძლებელია კარიერაში წინსვლა. რომანტიკული განწყობა შემოქმედებითი მუშაობისთვის სტიმული გახდება. კარგი დროა, ჯანმრთელობის მოწესრიგებისა და ძალების აღდგენისათვის.

მორიელი ♏

მოერიდეთ რთული საკითხების გადაწყვეტას და მეტად მიენდეთ საყვარელ ადამიანს. ფინანსური მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ აისრულოთ ოცნებები. მშვენიერი დროა მოგზაურობებისა და უცხოეთში საქმის დასაწყებად. არ ენდოთ უცნობებს და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია.

მშვილდოსანი ♐

მოგზაურობების, გადაადგილებების, ურთიერთობებისა და შეხვედრების პერიოდია, რომელიც უნდა გამოიყენოთ საქმიანი ვიზიტების, მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების დასადებად. მოერიდეთ სარისკო და კრიზისულ სიტუაციებს, რათა არ გაგიფუჭდეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

თხის რქა ♑

მეტი დრო დაუთმეთ პირად პრობლემებს, სასიყვარულო ურთიერთობას, გარეგნობის გაუმჯობესებასა და კარიერაში წინსვლას. დრო ხელს უწყობს ახალი ურთიერთობების დამყარებასა და აუცილებელი მოლაპარაკებების ჩატარებას. გადაადგილებებმა, შესაძლოა, რადიკალურად შეცვალოს თქვენი ძველი გეგმები და მიზნები.

მერწყული ♒

ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. დაიწყეთ მომავალი პერიოდის დაგეგმვა. მოგზაურობა ბევრ სიამოვნებასა და პერსპექტივებს გპირდებათ. პირად ურთიერთობებში კი, თავისუფლების მოთხოვნილება და პასუხისმგებლობის შემცირება სასიყვარულო პარტნიორის უკმაყოფილებას გამოიწვევს.

თევზები ♓

გაუმჯობესდება განწყობა, გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი და პრესტიჟი. შეიცვლება თქვენი მიზნები და შეხედულებები. მოიმატებს შემოსავლები და გაჩნდება დამატებითი შესაძლებლობები. საქმეებში გონივრული რისკი გამართლებულია. კარგი დროა მოგზაურობისთვისაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი