ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 22 – 28 მაისი

№21

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 22.05, 2023 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

დაძაბული პერიოდია. აუცილებელი იქნება პირად პრობლემებში გარკვევა. შესაძლოა ორაზროვან სიტუაციებშიც აღმოჩნდეთ. უსმინეთ ინტუიციას. ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ. სასიყვარულო ურთიერთობებში მოერიდეთ ეჭვიანობას. მოგზაურობაზე სჯობს თქვათ უარი.

კურო ♉

ხელშეკრულებების დადებისას, ახალი საქმის დაწყებისას ან საბუთების გაფორმებისას ყურადღებით წაიკითხეთ ყველაფერი. იყავით ფრთხილად, არსებობს ტრავმის მიღების ალბათობა. სასიყვარულო ურთიერთობა კი, განსაკუთრებულ სიამოვნებას გიქადით.

ტყუპები ♊

თავდაჯერებული და მიმზიდველი იქნებით. მოერიდეთ ზედმეტ პრინციპულობას. კარგი დროა სასიყვარულო და პირადი ურთიერთობების დასარეგულირებლად და კონფლიქტების მოსაგვარებლად, იდეების გაზიარებისათვის.

კირჩხიბი ♋

ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანი ყოველმხრივ გაგიწევენ დახმარებას. მოერიდეთ ავანტიურებსა და მაქინაციებს. დაიცავით წესები და კანონები. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შეგექმნათ პრობლემები. შეამცირეთ გადაადგილებები.

ლომი ♌

მეგობრებთან ურთიერთობა დაიძაბება ფარული სასიყვარულო კავშირის გამოაშკარავების შემთხვევაში, თუმცა იდეალური სიყვარულის მოთხოვნილება აუცილებელია სამუშაოს ეფექტურობისთვის. მოერიდეთ უძრავი ქონების შეძენას და ეცადეთ შეინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა.

ქალწული ♍

მოერიდეთ კონფლიქტებს. მოთოკეთ ეგოისტური სურვილები, გაითვალისწინეთ სხვათა მოსაზრებები, სწორად გათვალეთ საკუთარი შესაძლებლობები. სასიყვარულო ურთიერთობები მეტად სასიამოვნო გახდება.

სასწორი ♎

უარი თქვით რისკსა და აზარტზე. მოერიდეთ დაპირისპირებებს. პირად ცხოვრებაში დიდია ცდუნებების ალბათობა. შესაძლოა მეტი დრო მოგთხოვოთ ჯანმრთელობასაც.

მორიელი ♏

კარდინალურად რაიმეს შეცვლას ჯერ ვერ შეძლებთ. ოჯახის საქმეებისთვის დრო არ დაგრჩებათ. სამაგიეროდ, სასიყვარულო ურთიერთობებში სასურველ სიმაღლეებს დაიპყრობთ და თავს გამარჯვებულად იგრძნობთ.

მშვილდოსანი ♐

ცხოვრებისეული ცვლილებები პრობლემებს შეგიქმნით როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ არ აჰყვეთ გრძნობებს და არ დაკარგოთ რეალურად აზროვნების უნარი. შეამცირეთ გადაადგილებები და ერიდეთ ინტრიგებსა და რისკს.

თხის რქა ♑

ენერგეტიკა დაიწყებს დაქვეითებას. მთავარია თავი აარიდოთ ცდუნებებს. გამოიყენეთ ეს დრო სასურველი სასიყვარულო პარტნიორის შესარჩევად. ხელმომჭირნედ ხარჯეთ ფული და სიფრთხილე გამოიჩინეთ გადაადგილებებისას.

მერწყული ♒

გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა გაართულოს თქვენი ყოფა. ნუ გარისკავთ. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას. გადაადგილებისას ყურადღებას ნუ მოადუნებთ, მოუფრთხილდით საბუთებსა და ფულს, ნუ დაიწყებთ სასიყვარულო ურთიერთობას უცნობ ადამიანთან.

თევზები ♒

მოერიდეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას, რათა განხილვის საგნად არ იქცეს თქვენი კონტაქტები, არაორდინალურობა, ცხოვრების სტილი და შემოსავლები. იმიჯის, სახლში ინტერიერის ან დღის განრიგის ცვლილება დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ პირად და სასიყვარულო ურთიერთობის გაღრმავებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა