ჰოროსკოპი და შეუცნობელი

19-25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

№29

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 19.07, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“.

ვერძი ♈

ეფექტურად მუშაობისათვის, დაგჭირდებათ მშვიდი და კომფორტული გარემო. ძველ შეგრძნებებს გაგიცოცხლებთ, ნაცნობებთან შეხვედრა ან ახლობელის სტუმრობა. ახალი სასიყვარულო ურთიერთობა კი, გაგიძლიერებთ თავდაჯერებულობას.

კურო ♉

გაიზრდება კონტაქტების რაოდენობა. საქმეს შემოქმედებითად შეასრულებთ და სირთულეებსაც ადვილად დაძლევთ. შეიძლება დროებით საყვარელ ადამიანზე ან მასთან დაკავშირებულ გარემოებებზე დამოკიდებული გახდეთ, რაც უთანხმოების საბაბი გახდება.

ტყუპები ♊

ფინანსურ საკითხებში, მეტი დაკვირვება და სიდინჯე გმართებთ. პირად და საოჯახო ცხოვრებაში, მოერიდეთ ტყუილს და ფარულ საქმიანობას, რათა არ შეგექმნათ დიდი სირთულეები. გზებზე გადაადგილებისას, არ მოადუნოთ ყურადღება.

ირჩხიბი ♋

ეს პერიოდი დაგამახსოვრდებათ სასიამოვნო შეხვედრებით, კოლეგებთან წარმატებული თანამშრომლობითა და მეგობრებთან ერთად გართობით. მოგზაურობა კი, თქვენს წინსვლასა და ფინანსურ ზრდას მოემსახურება. შესაძლოა სასიყვარულო ურთიერთობის ჩამოყალიბება უცხოელთან ან შორს მცხოვრებ ადამიანთან.

ლომი ♌

გაგიჩნდებათ სიახლის მოთხოვნილება, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში. პირად ურთიერთობებში, ნუ დამალავთ გრძნობებს და ეცადეთ ოჯახში ჰარმონიული ურთიერთობა აღადგინოთ. ნურაფერზე ინერვიულებთ, რათა ამან ჯანმრთელობის გაუარესება არ გამოიწვიოს.

ქალწული ♍

უცნობების მიერ შემოთავაზებულ ცდუნებებს, ნუ აჰყვებით. ნებისმიერი თამაში, წესების დაცვით აწარმოვეთ. ახლო მოგზაურობები ძალზე სასიკეთოდ აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. სასიყვარულო და რომანტიულ სფეროში კი, სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი.

სასწორი ♎

მშვიდად გააანალიზეთ სიტუაცია და ადვილად გაართმევთ თავს ყველა სირთულეს. მატერიალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, შრომა და ფრთხილად მოქმედება იქნება საჭირო. სასიყვარულო სფეროში, აუცილებელი გახდება გარკვეული ცვლილებების შეტანა.

მორიელი ♏

კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად, მოლაპარაკებების ჩასატარებლად, ხელშეკრულებების დასადებად. მოერიდეთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებთან ურთიერთობას და თავისუფალი დრო, დაუთმეთ საყვარელ ადამიანს. მოგზაურობა დადებითად ჩაივლის.

მშვილდოსანი ♐

შემოსავლის გაზრდისათვის, შეიძლება აუცილებელი გახდეს გარისკვა. მოერიდეთ კრიმინალურ ან საეჭვო ადამიანებთან კავშირს. მოგზაურობა, სასიამოვნოდ ჩაივლის. საყვარელი ადამიანის მიმართ კი, განსაკუთრებით მომთხოვნი და ეჭვიანი ნუ იქნებით.

თხის რქა ♑

გარემოებების ცვლილება, შეცვლის თქვენს მიზნებსა და საქმიანობას. შეიცვლება თქვენი დამოკიდებულება გარშემომყოფების მიმართაც. საყვარელ ადამიანთან ან მეუღლესთან პრობლემებს შექმნის, მათი აზრის იგნორირება და თქვენი ერთპიროვნული გადაწყვეტილებები.

მერწყული ♒

კარიერაში დიდი წინსვლისა და ცვლილებების იმედი, ნუ გექნებათ. ეს დრო არ უწყობს ხელს სამსახურის გამოცვლას და რეფორმების დაწყებას. დასვენება სასიკეთოდ აისახება ჯანმრთელობაზე და დაგეხმარებათ სამომავლო გეგმის ჩამოყალიბებაში.

თევზები ♓

თქვენს მომხიბვლელობას, მშვიდად გვერდს ვერავინ აუვლის, განსაკუთრებით კი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები. კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, პარტნიორული კავშირების დამყარებისთვის და მოგზაურობისათვის. სასიკეთოდ განვითარდება, სასიყვარულო ურთიერთობებიც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი