ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი  17 – 23 ივნისი

№25

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 17.06

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

თავს ენერგიულად იგრძნობთ. გაიზრდება გადაადგილებების და ურთიერთობების რაოდენობა. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. სასიყვარულო კავშირი შემოქმედებითი მუშაობისა და აქტიური მოქმედებების სტიმული გახდება.

კურო ♉

ურთიერთობებში გაურკვევლობა ან საქმიან პარტნიორების მხრიდან არაკეთილსინდისიერება გაიძულებთ შეცვალოთ გეგმები. სასიყვარულო ურთიერთობების და გრძნობათა გამძაფრების შემთხვევაში, შეეცადეთ არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები.

ტყუპები ♊

შესაძლოა სერიოზულად გადახედოთ და შეცვალოთ სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობა. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მოგიწევთ იყოთ მაქსიმალურად პრაქტიკული. მგზავრობა, ბინის შეცვლა ან რემონტი ბევრ დროს წაგართმევთ.

კირჩხიბი ♋

ენერგიულად მოქმედების პერიოდია. ახალი ნაცნობობა და შეხვედრები გაალამაზებს თქვენს ყოფას. ეცადეთ მინიმუმამდე შეამციროთ გაუთვალისწინებელი ხარჯის რაოდენობა. სიფრთხილე და ყურადღება თავიდან აგაცილებთ ტრავმებსა და ავადმყოფობას.

ლომი ♌

რაც უფრო რეალურად შეაფასებთ სიტუაციას, მით ნაკლებ შეცდომებს დაუშვებთ. ემოციური არეულობა სირთულეებს შეგიქმნით სასიყვარულო ურთიერთობაში. კარდინალურად ნურაფერს შეცვლით, რადგან არჩევანის გაკეთებისას შეცდომებია მოსალოდნელი. მოგზაურობა სჯობს გადადოთ.

ქალწული ♍

მიზნის მისაღწევად ნუ აჩქარდებით, მოერიდეთ რისკს და ნუ გამოიყენებთ არაკეთილსინდისიერ მეთოდებს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაძაბვის შემთხვევაში სჯობს თქვენ გადადგათ პირველი ნაბიჯი სიტუაციის გამოსასწორებლად.

სასწორი ♎

დატვირთული და არაერთგვაროვანი პერიოდია. შემოქმედებითად მუშაობა და ჩანაფიქრების განხორციელება გაგიჭირდებათ. თუ საქმეები მოგცემთ საშუალებას, აიღეთ შვებულება და გაემგზავრეთ დასასვენებლად, თუნდაც რამდენიმე დღით.

მორიელი ♏

ნუ გამოიყენებთ სხვის ფინანსებს პირადი მოგებისათვის. საქმეში არ გამოიყენოთ ავანტიურული და საეჭვო მეთოდები, რათა არ მიიზიდოთ ექსტრემალური სიტუაციები, რაც დანაკარგისა და ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი გახდება. კარგი დროა ქორწინებისა და მოგზაურობისათვის.

მშვილდოსანი ♐

არაერთგვაროვანი დროა, მეტი ყურადღება გმართებთ წვრილმანების მიმართ. გადაადგილებების დროს ფრთხილად იყავით, რათა არ დაშავდეთ. გადაწყვეტილებების მიღებისას დიდ ხანს არ იყოყმანოთ.

თხის რქა ♑

გაგიადვილდებათ საქმიანი პარტნიორული ურთიერთობის დამყარება და განვითარება. დაუკვირდით წვრილმანებს. ფიზიკურად ნუ გადაიტვირთებით, ხშირად დაისვენეთ. სასიყვარულო სფეროში ჰარმონია გაზრდის თქვენს თავდაჯერებულობას.

მერწყული ♒

მოგიწევთ დამატებითი ვალდებულებების აღება, ან მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება. აუცილებლად დაისვენეთ და აღიდგინეთ ძალები, რათა არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები. ყურადღებით იყავით უცნობი ადამიანების მიმართ.

თევზები ♓

თქვენი ამბიციების სიუხვე ახალი სამსახურის დაწყების პერსპექტივას შეამცირებს. სხვა ქალაქებში დამყარებული კავშირები, ან იქ მცხოვრებ მეგობრებ-ნათესავებთან ურთიერთობა ახალ პერსპექტივებს გიქადით. საყვარელ ადამიანთან, ეცადეთ არ იკამათოთ და შეინარჩუნოთ სტაბილურობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა