კვირის პროგნოზი 15 - 21 ივლისი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 15.07
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“👇
ვერძი ♈
მნიშვნელოვნად შეიცვლება თქვენი წარმოდგენები. რომანტიულ, სასიყვარულო და საქორწინო ურთიერთობებში დროებით გაქრება ადრინდელი ჰარმონია. არაა გამორიცხული პრობლემები საქმიან პარტნიორებთან. მოგზაურობისას სიფრთხილეა საჭირო.
კურო ♉
გაიზრდება თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი უნარის რეალიზების სურვილი. გაიზრდება ურთიერთობებისა და გადაადგილებების რაოდენობა. საყვარელ ადამიანს კი, უმიზეზოდ ნუ შეედავებით და ეცადეთ მომთმენი იყოთ მისი კაპრიზების მიმართ.
ტყუპები ♊
მოერიდეთ ფინანსურ მაქინაციებს. გააზრებული და მიზანმიმართული მოქმედებები დაგეხმარებათ საინტერესო ადამიანებთან კავშირის დამყარებაში. შესაძლოა მოიმატოს როგორც შემოსავალმა, ისე ხარჯებმა.
კირჩხიბი ♋
კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად, მოლაპარაკებების ჩასატარებლად, ხელშეკრულებების დასადებად. მოერიდეთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებთან ურთიერთობას და თავისუფალი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს.
ლომი ♌
დაქვეითებულია ენერგია. კარგი იქნება, თუ მეტ დროს დაუთმობთ დასვენებას. გარემოებები გაიძულებთ დაფიქრდეთ სამსახურის, ან სპეციალობის შეცვლაზე, სასიყვარულო პარტნიორი დაგეხმარებათ სულიერი წონასწორობის აღდგენაში.
ქალწული ♍
მიღებული ახალი ინფორმაცია პრაქტიკულ შედეგს გამოიღებს. მიუხედავად ამისა, ყურადღებას მოითხოვს პირადი ცხოვრება, რათა კავშირი უფრო მყარი და საიმედო გახდეს. შესაძლოა მეტი დრო მოგთხოვოთ ოჯახის საქმეებმა. მოგზაურობა კი, დადებითად ჩაივლის.
სასწორი ♎
მოვლენები გონივრულად და დინჯად გააანალიზეთ. კონტაქტების უმრავლესობას საქმიანი ხასიათი ექნება და შემოსავლის გაზრდას მოემსახურება. შესაძლოა, უეცრად წამოიწყოთ ფარული სასიყვარულო ურთიერთობა. განწყობას გაგიუმჯობესებთ მოგზაურობა.
მორიელი ♏
აქტიურად მოქმედებისა და ურთიერთობის პერიოდია. პირად, საოჯახო ან სასიყვარულო სფეროში ჰარმონიის შესანარჩუნებლად დაგჭირდებათ მეტი მოთმინება. შინაგანი დაძაბულობის მოსახსნელად სჯობს მეტი დრო გაატაროთ სახლში.
მშვილდოსანი ♐
ბევრ დროს წაგართმევთ სამსახური. შესაძლოა სამსახურსა და ოჯახში დიპოლომატის როლშიც მოგიწიოთ ყოფნა. უეცრად განვითარებული სასიყვარულო გრძნობა ხანმოკლე აღმოჩნდება.
თხის რქა ♑
მოიმატებს ცვლილებების სურვილი. ხელშეკრულებების დადებისას ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა დეტალი. ოჯახში ურთიერთობა გაუმჯობესდება. მოგზაურობა და დასვენება დადებითად აისახება ჯანმრთელობასა და შინაგან მდგომარეობაზე.
მერწყული ♒
ინფორმაციის უკმარისობის გამო შესაძლოა დაუშვათ შეცდომა პირად, საქორწინო ან სასიყვარულო ურთიერთობებში და აღმოჩნდეთ სხვა ადამიანებზე დამოკიდებული. მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას და მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
თევზები ♓
თამამი ჩანაფიქრები თავის რეალიზებას პოვებს ახალ საპასუხისმგებლო საქმეში. ნაცნობებს ყველაფერში ნუ ენდობით, რადგან არსებობს მოტყუების ალბათობა. სასიყვარულო ურთიერთობებში კი, თავშეკავება გმართებთ, რათა შეინარჩუნოთ არსებული კავშირი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან