ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 13 – 19 სექტემბერი

№37

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 13.09

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“👇

ვერძი ♈

გაიზრდება საქმეების რაოდენობა. ახალი ნაცნობობა და შეხვედრები გაგიხალისებთ ცხოვრებას. მშობლებთან ურთიერთობა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. მოგზაურობისა და გადაადგილებებისას შესაძლოა, რომანტიკული ნაცნობობა და თავგადასავლები.

კურო ♉

კარგი დროა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. სიდინჯე დაგეხმარებათ კოლეგებსა და მეგობრებთან კარგი დამოკიდებულების შენარჩუნებაში. მოულოდნელი ინფორმაცია გაგიადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას.

ტყუპები ♊

შესაძლოა მიიღოთ სარფიანი შემოთავაზებები, თუმცა პასუხის გაცემა არ იჩქაროთ და ყველაფერი ზედმიწევნით აწონ-დაწონეთ. კარგი დროა მოგზაურობისა და დასვენებისათვის. ახალი ნაცნობობა კი, შეიძლება საინტერესო ურთიერთობაში გადაიზარდოს და დიდ ხანს გაგრძელდეს.

კირჩხიბი ♋

კარგი დროა კარიერაში წინსვლისათვის, პირად ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყებად. აუცილებელია პერიოდული შესვენებები, რათა ზიანი არ მიადგეს თქვენს ორგანიზმს. ყურადღება გმართებთ საბუთების მიმართ, რათა არ დაუშვათ შეცდომა. მოგზაურობა სასიამოვნოდაც ჩაივლის.

ლომი ♌

კარგი დროა გარეგნობისა და ჯანმრთელობის მოსაწესრიგებლად, რამე თუ თქვენს გარეგნობაზე იქნება დამოკიდებული საქმიანი კავშირების წარმატებით წარმართვა და ფინანსური მოგების მიღება. ყველა გადაწყვეტილება დინჯად მიიღეთ და გაითვალისწინეთ მეგობრების რჩევები.

ქალწული ♍

დაეყრდენით ინტუიციას. თავშეკავება და ნებისყოფა დაგეხმარებათ პროფესიულ სფეროში პოზიციების გაძლიერებაში. მოგზაურობა დაგეხმარებათ თქვენი სამომავლო მიზნების გააზრებაში. პირად ურთიერთობებში კი, ეცადეთ იყოთ მეტად გახსნილი.

სასწორი ♎

კარგი დროა ახალი საქმეებისთვის და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად. არ აჰყვეთ ემოციებს და შეინარჩუნებთ სიმშვიდე. ეცადეთ მეტი სიამოვნება მიიღოთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისგან.

მორიელი ♏

მოიმატებს გადაადგილებებისა და შეხვედრების რიცხვი. ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად, ეცადეთ მეტად რაციონალურად ხარჯოთ ფული. კარგი იქნება, თუ თავისუფალ დროს სახლში გაატარებთ. კარგი დროა შორეული მოგზაურობისთვის.

მშვილდოსანი ♐

საქმეები, გეგმის შესაბამისად წარმართეთ. გაზრდილი შრომისუნარიანობის მეშვეობით, ადვილად დაძლევთ ნებისმიერ სირთულეებს. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს. სასიკეთო დროა სასიყვარულო და რომანტიკული ურთიერთობებისათვის.

თხის რქა ♑

არ გაგიჭირდებათ სწრაფი და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. კარგი დროა სამეცნიერო საქმიანობისთვის და საიდუმლოებების გასაგებად. ახალი რომანტიკული ურთიერთობა კი, მხოლოდ თქვენს ფანტაზიაში პოვებს ადგილს.

მერწყული ♒

გაიზრდება რისკისა და ავანტიურებისადმი ლტოლვა. ბედი გაგიღიმებთ საბანკო საქმესა და კომერციაში. წარმატებას მოგიტანთ შემოქმედებითი საქმიანობა. გაიზრდება შემოსავალიც. მოერიდეთ სპონტანურ სასიყვარულო კავშირებს.

თევზები ♓

საკუთარ თავს სიამოვნებაზე უარს ნუ ეტყვით, მაგრამ ზღვარს ნუ გადახვალთ დროსტარებაში და ნუ გაფლანგავთ ფულს. გაგიადვილდებათ ახალი კავშირების დამყარება. მიუხედავად სირთულისა, გეგმების განხორციელებას მოახერხებთ. სასიყვარულო გრძნობა, გარეგნობის დახვეწის სურვილს გააღვიძებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...