ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 13 –19 მარტი

№11

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 13.03, 2023 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

ყურადღება გმართებთ ფინანსური საბუთების მიმართ, რათა არ დაუშვათ შეცდომები. მიღებული ინფორმაცია კარგად გააანალიზეთ. პირად ურთიერთობებში, სჯობს დათმობაზე წახვიდეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

კურო ♉

საინტერესო შეხვედრებისა და ახალ ხალხთან დაახლოების დროა. ახალი საქმის დაწყება ნაადრევია. დამატებით ყურადღებას მოითხოვს საყვარელ ადამიანთან გამწვავებული ურთიერთობა, რაც შესაძლოა პრობლემების მიზეზი გახდეს. მოგზაურობა, დროებით გადადეთ.

ტყუპები ♊

ახალი იდეები და შემოთავაზებები, არარეალური იქნება. კარგი იქნება, თუ არავის აჰყვებით პროვოკაციებზე და თავს შეიკავებთ რისკისგან. ხშირად დაისვენეთ და შეიმუშავეთ საქმეების დარეგულირების უმოკლესი გზები. დადებითად ჩაივლის მოგზაურობები და უცხოელებთან კონტაქტები.

კირჩხიბი ♋

კარგი დროა არსებული პრობლემების გასაანალიზებლად და მათი გადაჭრის გზების საძიებლად. სწორად დაგეგმეთ დრო. ახალი ურთიერთობის გამო, ძველ კავშირებს ნუ გაწყვეტთ. ეს დრო დადებითია მოგზაურობებისთვის, უცხოელებთან პირადი და საქმიანი ურთიერთობებისათვის.

ლომი ♌

სანამ რამეს წამოიწყებთ, დააკვირდით მოვლენების დინამიკას, რათა არ შეგექმნათ გაუთვალისწინებელი პრობლემები. სასიყვარულო ურთიერთობამ შესაძლოა აგირიოთ გონება და დიდ პერსპექტივებზე გათქმევინოთ უარი. მოგზაურობა რეკომენდებული არაა.

ქალწული ♍

თქვენს მომხიბვლელობას ამ პერიოდში მშვიდად გვერდს ვერავინ აუვლის, განსაკუთრებით კი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები. ამ პერიოდში დამყარებული რომანტიკული კავშირი, თქვენს იმედებს ვერ გაამართლებს. ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, მიზანშეწონილია მშვიდი ფიზიკური ვარჯიში.

სასწორი ♎

ახალი საქმის დაწყება რეკომენდებული არაა. ზედმეტი პირდაპირობით ეცადეთ არ გააღიზიანოთ პარტნიორები და გარშემომყოფთა აგრესია არ დაიმსახუროთ. ძველი სასიყვარულო განცდების გამო, შესაძლოა მოგინდეთ განმარტოება და განვლილი პერიოდის გაანალიზება. თუმცა ამის საშუალება არ გექნებათ.

მორიელი ♏

გაგიუმჯობესდებათ როგორც ენერგეტიკული მდგომარეობა, ასევე ინტელექტუალური აქტივობაც. აუცილებელი იქნება ზოგიერთი პრობლემის მოგვარება. ფული, მხოლოდ საჭირო ნივთებსა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე დახარჯეთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში კი, ნუ იქნებით პრინციპული. ნუ გარისკავთ.

მშვილდოსანი ♐

არ აჰყვეთ ემოციებს. ცვლილებები მოსალოდნელია როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საქმეში. ოჯახში გაუგებრობები სერიოზული გადაწყვეტილების მიღებაზე დაგაფიქრებთ. კარგი დროა ჯანმრთელობის გასაჯანსაღებლად. მოგზაურობები კი, სჯობს დროებით გადადოთ.

თხის რქა ♑

ადრე დაწყებული საქმეების დასრულება, ფინანსურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. საყვარელი ადამიანის თანადგომა გაგიძლიერებთ თავდაჯერებულობას. კარგია მოგზაურობა, შეხვედრები, მოლაპარაკებები, იმიჯის შეცვლა და დიეტის დაწყება.

მერწყული ♒

პატივი ეცით სხვის აზრს და ამგვარად აიცილებთ უსიამოვნებების ტალღასა და ფსიქოლოგიურ კრიზისს ოჯახსა და საქმიან ურთიერთობებში. უცხოელი პარტნიორებისაგან მიღებული დაპირებები ან შემოთავაზებები, მომავალში კარგ პერსპექტივებს გპირდებათ.

თევზები ♓

საქმეებში ინიციატივა საკუთარ ხელში აიღეთ. გამოიყენეთ არსებული მდგომარეობა და გაიუმჯობესეთ ცხოვრებისა და მუშაობის პირობები. კარგი დროა, ახალი საქმის დასაგეგმად. გზაში დამყარებული ნაცნობობა შემდგომში შესაძლოა ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი