კვირის პროგნოზი 12 – 17 სექტემბერი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 11.09, 2023 წელი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
შესაძლოა გართულდეს მოლაპარაკებების წარმოება. ყურადღებით და ფრთხილად იმოქმედეთ. ნუ გარისკავთ და მშვიდად დაასრულეთ ადრე დაწყებული ეცადეთ დაარეგულიროთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
კურო ♉
განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ ხელშეკრულებებსა და საბუთებს. უეცარი გაუგებრობების გამო შესაძლოა გადაიდოს მოგზაურობა. სიფრთხილე გმართებთ სასიყვარულო ურთიერთობაში, რადგან ეჭვიანობა ჩხუბისა და დაცილების მიზეზი შეიძლება გახდეს.
ტყუპები ♊
საქმეებში მაქსიმალურად ყურადღებით იყავით, რათა არ დაუშვათ შეცდომები. გაგიჭირდებათ მოლაპარაკებების ჩატარება, ამიტომ სჯობს გადადოთ. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბრები სულიერ სიმშვიდეს შეგმატებთ.
კირჩხიბი ♋
ენერგიის დაქვეითება ცუდად აისახება ინფორმაციის გადამუშავებისა და ცოდნის მიღების პროცესზე. პრობლემები დაუკავშირდება ფინანსებს. სასიყვარულო ურთიერთობებში აგრესიული და ემოციური იქნებით, ამიტომ მეტად გააკონტროლეთ საკუთარი თავი. მოგზაურობა სჯობს გადადოთ.
ლომი ♌
ენერგიის ნაკლებობა სიზარმაცისა და უხასიათობის მიზეზი გახდება. ზედმეტი ფული არ დახარჯოთ. ეცადეთ იპოვოთ ადამიანი, რომელთან ერთადაც შეძლებთ განმარტოებასა და დასვენებას. ერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს.
ქალწული ♍
თქვენს მომხიბვლელობას ამ პერიოდში მშვიდად გვერდს ვერავინ აუვლის, განსაკუთრებით კი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები. ამ პერიოდში დამყარებული რომანტიკული კავშირი თქვენს იმედებს მომავალში ვერ გაამართლებს. მოგზაურობა, იმედებს გაამართლებს.
სასწორი ♎
კარგი დროა ძველი საქმეების დასასრულებლად, ჯანმრთელობის აღსადგენად , სწავლის გასაგრძელებლად. მოგზაურობისას ყურადღებით იყავით. ნუ ენდობით უცნობ ადამიანებს და გაუაზრებლად ნუ გარისკავთ. რომანტიულ ურთიერთობებს ნუ გააბამთ უცნობებთან.
მორიელი ♏
ახალი კავშირები სოციალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ, თუმცა სამსახურის გამოცვლა, ან ახალი საქმის დაწყება ჯერ არ ღირს. დაღლილობის შეგრძნებისას აუცილებლად დაისვენეთ. გზებზე გადაადგილებისას სიფრთხილე გმართებთ.
მშვილდოსანი ♐
არახელსაყრელი დროა კარიერისა და პირადი ბიზნესისათვის. ოპონენტებმა ან კონკურენტებმა შესაძლოა ინტრიგები ჩახლართონ. საყვარელი ადამიანი ყოველმხრივ ეცდება დაგიდგეთ გვერდში. რეალურ გეგმებს ასრულება უწერია.
თხის რქა ♑
ახალი კავშირებისა და ინფორმაციის მეშვეობით ბევრი იდეა გაგიჩნდებათ, თუმცა მათ განსახორციელებლად არა ერთი წინააღმდეგობის დაძლევა დაგჭირდებათ. საყვარელ ადამიანთან კი შესაძლებელია დროებით ურთიერთობის გაცივება. ეცადეთ შეინარჩუნოთ მშვიდი შინაგანი მდგომარეობა.
მერწყული ♒
მეტ ყურადღებას მოგთხოვთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნუ ჩაებმებით კამათში და არ იფიქროთ სამსახურის შეცვლაზე. საქმეების სიმრავლის გამო დრო თითქმის არ დაგრჩებათ საყვარელი ადამიანისა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისათვის.
თევზები ♒
ახალი საქმიანობა გაგიღვივებთ თავის დამკვიდრებისა და საკუთარი განსაკუთრებულობის შეგრძნებას. კარგი პერიოდია სახლისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოგვარებისთვის. ფარული სასიყვარულო ურთიერთობა კი, მომავალი ნერვიულობის საბაბი შეიძლება გახდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან