კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00 14.08, 2023 წელი
ორშაბათი
მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია ახალი საქმის დაწყება, თმის შეჭრა, შემოქმედებითი მუშაობა, საყიდლების გაკეთება. ატარეთ თეთრი, მწვანე, ყვითელი, წითელი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, ბრილიანტი, ქარვა, სერდოლიკი ან სარდიონი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება კუჭი, მკერდი, გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის
სამშაბათი
გეომაგნიტური დღე
რთული დღეა. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფლის შეცვლას, ფინანსურ გარიგებებს, ქორწინებას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია თმის შეჭრა, საყიდლების გაკეთება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა ან სარდიონი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.
პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის
ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის
ოთხშაბათი
გეომაგნიტური დღე
დღეს ახალმთვარეობაა-მძიმე ენერგიების დღე. იყავით ყურადღებით. ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ, გადადეთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას, ადგილსამყოფლის შეცვლას, ქორწინებას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ ბორდოსფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი გიშერი, ბრილიანტი, ქარვა, სარდიონი ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.
პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ხუთშაბათი
მოერიდეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, ახალ ნაცნობობას, ქორწინებას. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ნარინჯისფერი, ნაცრისფერი, ყვითელი, კრემისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, ამაზონიტი, ქარვა, სარდიონი ან სერდოლიკი. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
პარასკევი
გეომაგნიტური დღე
არ ვარგა ახალი ნაცნობობა, ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. კარგია საბანკო-საფინანსო ოპერაციები, სამეცნიერო კვლევა, ვაჭრობა, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი ან ოპალი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის,
ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
შაბათი
კარგია თმის შეჭრა, მცენარეების დარგვა-გადარგვა, მეგობრული კონტაქტები. არ ვარგა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სარისკო მოქმედებები. ატარეთ ვერცხლისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი, მწვანე, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, ნეფრიტი, ლაზურიტი ან ჟადეიტი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა, ნაწლავთა სისტემა, ყელი, თირკმელები.
პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის
კვირა
გეომაგნიტური დღე
კარგია კოსმეტიკური პროცედურები, ქორწინება, მკურნალობის დაწყება. მეტი სიფრთხილე გმართებთ წყალთან. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ყვითელი, ბეჟი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი, ტოპაზი ან ციტრონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან