კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00 15.05, 2023 წელი
ორშაბათი
კარგია მოლაპარაკებები, მგზავრობა, ავეჯის და ტანსაცმლის შეძენა. მოერიდეთ საფინანსო ოპერაციებს, სტომატოლოგიურ პროცედურებს, წესების დარღვევას, კაპიტალდაბანდებას, თმის შეჭრას. ატარეთ ნარინჯისფერი, წითელი, ყვითელი, იისფერი, ფირუზისფერი ან ლურჯი სამოსი ,ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი ან სერდოლიკი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები, ცხვირი.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
სამშაბათი
გეომაგნიტური დღე
იმოქმედეთ პრინციპით-შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. მოერიდეთ კამათს, სულსწრაფობას, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. მოერიდეთ პლასტიკურ ოპერაციებს და სტომატოლოგიურ პროცედურებს. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ძოწი, წითელი იასპი, ლალი, იაგუნდი ან ფირუზი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.
პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის
ოთხშაბათი
ნუ გადაიღლებით. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას, თმის შეჭრას, კამათს. კარგია ტექნიკასთან ურთიერთობა, მგზავრობა, ახალი ნაცნობობა, შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი, მწვანე, კრემისფერი ან ყავისფერი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, წითელი იასპი, ძოწი ან აქატი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის
ხუთშაბათი
გეომაგნიტური დღე
აკონტროლეთ ემოცია. სუსტდება აურა. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს და ნუ გადაწყვეტთ მნიშვნელოვან საკითხებს. მოერიდეთ რისკს და სულსწრაფობას. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მშენებლობა, ახალი ნაცნობობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე ან კრემისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარგალიტი ან ზურმუხტი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
პარასკევი
გეომაგნიტური დღე
დღეს ახალმთვარეობაა. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მოერიდეთ ფულის გასესხება-სესხებას. ატარეთ თეთრი, ლურჯი, იისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, გიშერი, ამეთვისტო, მალაქიტი ან ონიქსი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, ფილტვები, ბრონქები.
პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის
შაბათი
გეომაგნიტური დღე
მოიმატებს გაუგებრობა და კონფლიქტები. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. არ ვარგა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება. ატარეთ ნარინჯისფერი, ყვითელი, ვერცხლისფერი, ცისფერი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ამაზონიტი ან ლაბრადორი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის, სასწორებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის
კვირა
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ ბევრ ხალხთან ურთიერთობას, რადგან დიდია აურის დაბინძურების ალბათობა. დღე ტრავმულ-ავარიულია, ამიტომ იყავით ფრთხილად. მოერიდეთ გადაღლას, ახალი საქმის დაწყებას, თმის შეჭრას. კარგია ცოდნის გაღრმავება. ატარეთ ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ბეჟი, ცისფერი ან ნარინჯისფერი სამოსი ,ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, ნეფრიტი, ამაზონიტი ან გიაცინტი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან