ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№51

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 19.12, 2022 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ორშაბათი

აკონტროლეთ ემოციები. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ბინის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, მწვანე ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ონიქსი ან ობსიდიანი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს, ახალი საქმის დაწყებას, სესხის აღებას, ბინის შეცვლას. კარგია სამეცნიერო კვლევა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, იასპი, ქრიზოპრაზი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი, კბილები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ოთხშაბათი

დღე ტრავმულ-ავარიულია, ამიტომ იყავით ფრთხილად. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, უცხოეთში კაპიტალდაბანდება. ხელშეკრულების დადება. ატარეთ წითელი, იისფერი, ყვითელი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, სერდოლიკი, ნეფრიტი, ლაზურიტი ან იაგუნდი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

იყავით ფრთხილი. ნუ აჰყვებით ცდუნებებს. კარგია ინტელექტუალური და შემოქმედებითი მუშაობა, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი გიშერი, ფირუზი, სარდიონი, ლაზურიტი ან საფირონი. სიზმარს დააკვირდით. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

დღეს ახალმთვარეობაა-მძიმე ენერგიების დღე. მოიმატებს ნეგატიური მოვლენები ამიტომ იყავით ფრთხილად. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ახალ კავშირებს. კარგია სამეცნიერო კვლევა. ატარეთ ყვითელი, მწვანე, კრემისფერი, ლურჯი ან თეთრი სამოსი, ქვებიდან კი გიშერი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი ან მარჯანი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, კბილები, მუხლები.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თევზებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

შაბათი

მოეროდეთ გაცვლით და ფინანსურ ოპერაციებს, ახალ კავშირებს. კარგია უძრავი ქონების შეძენა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, ბეჟი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, ოპალი, ყვითელი იასპი, მალაქიტი ან აქატი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კბილები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

კარგია მეგობრული კონტაქტები, პარტნიორული ურთიერთობა, სახლის მშენებლობა, ბინის შეცვლა, დიეტის დაწყება. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს. ატარეთ ვერცხლისფერი, ცისფერი, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი, ლაბრადორი ან ციტრონი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ნერვული სისტემა, თვალები, ფეხის კუნთები, ვენები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თევზებისთვის, თხის რქებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა