ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№2

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 11.01

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

გაეცანით კვირის დღეების ასტროლოგიურ პროგნოზს ,,თბილისელებისგან"👇

ორშაბათი

მაღალია ტრავმების ალბათობა. კარგია კაპიტალდაბანდება, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ფირუზი, სერდოლიკი, ლაზურიტი, საფირონი. სიზმრები ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ძვლოვანი სისტემა.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის;
ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის.
სამშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოიმატებს კონფლიქტურობა და ავარიული სიტუაციები. მოერიდეთ ფინანსურ და გაცვლით ოპერაციებს, ვაჭრობას, ახალ კავშირებს. ატარეთ კრემისფერი, მწვანე, ოქროსფერი, ლურჯი სამოსი; ქვებიდან კი – ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ძვლები, სახსრები, კბილები, მუხლები, კანი, ხერხემალი.
პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის;
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის.
ოთხშაბათი
გეომაგნიტური დღე
ამ დღეს ახალმთვარეობაა – მძიმე ენერგიების დღე. მოიმატებს აგრესია, კონფლიქტები, ჯანმრთელობის გაუარესებისა და შეცდომების დაშვების პერიოდია. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ახალ კავშირებს. ატარეთ ყვითელი, მწვანე, წითელი, იისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი. სუსტდება ძვლები, სახსრები, მუხლები, ხერხემალი, თვალები.
პოზიტიური დღეა: კურობისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის;
ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის.
ხუთშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ ექსპერიმენტებს. მაღალია ავარიების ალბათობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი სამოსი; ქვებიდან კი – საფირონი, აკვამარინი, ციტრონი, ძოწი. კარგია ადგილსამყოფლის შეცვლა, სახლის მშენებლობა, დიეტის დაწყება. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის;
ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის.
პარასკევი
კარგია სამეცნიერო კვლევა, ადგილსამყოფლის შეცვლა, ტექნიკის შეძენა, სახლის მშენებლობა. ატარეთ ყვითელი, წითელი, ვერცხლისფერი, ვარდისფერი სამოსი; ქვებიდან კი – საფირონი, აკვამარინი, ციტრონი, ძოწი, ცირკონი. სიზმრები ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, მუხლები, თვალები, ვენები, ფეხის კუნთები.
პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის;
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის.
შაბათი
მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, საიდუმლო სასიყვარულო კავშირებს. ატარეთ მწვანე, ლურჯი, ფირუზისფერი, ცისფერი, ვერცხლისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი, ამეთვისტო ან მარგალიტი. სიზმრები კარგის მაუწყებელი იქნება. კარგია კაპიტალდაბანდება. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები.
პოზიტიური დღეა: კირჩიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის;
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის.
კვირა
გეომაგნიტური დღე
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. გზებზე მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგია სასიყვარულო კავშირები, პოზიტიურ ხალხთან ურთიერთობა. ატარეთ იისფერი, ლურჯი, მწვანე, ვერცხლისფერი სამოსი; ქვებიდან კი – მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის;
ნეგატიური დღეა: ტუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის ჰოროსკოპი: 18-24 იანვარი