ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№19

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 09.05, 2022 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადატვირთვას, ფინანსურ გარიგებას, ბინის შეცვლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია მშენებლობის დაწყება, საყიდლების გაკეთება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა ან სარდიონი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: უროებისთვის, მორიელებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოიმატებს სექსუალური ენერგია. არ ვარგა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს. ატარეთ მწვანე, კრემისფერი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი ან ყავისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, ქრიზოპრაზი, ოპალი, ან ზურმუხტი, სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ოთხშაბათი

კარგია მშენებლობის დაწყება, თმის შეჭრა, დიეტის დაწყება, საფინანსო-საბანკო ოპერაციები. მოერიდეთ სასიყვარულო კავშირებს. ატარეთ ვერცხლისფერი, მწვანე, ყვითელი, კრემისფერი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი ან ონიქსი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭ-ნაწლავის სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის

ნეგტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

ურთიერთობებში გამოიჩინეთ ტაქტი და დიპლომატია. კარგია დიეტის დაწყება, სასიყვარულო და მეგობრული კონტაქტები. ნუ მიიღებთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი ან ტოპაზი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება ყელი, თირკმელები, ენდოკრინული სისტემა, კანი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, თევზებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ კონფლიქტებს. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, სასიყვარულო ურთიერთობები, მოლაპარაკებები, ექიმთან კონსულტაცია. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ვერცხლისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

შაბათი

ტრავმულ-ავარიული დღეა. იყავით ფრთხილად. კარგია ახალი ნაცნობობა. მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს, ახალი საქმის დაწყებას, ბინის შეცვლას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე ან წითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ოპალი ან ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, თირკმელები, შარდ-სასქესო სისტემა, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

დიდია ტრავმების და ავარიების ალბათობა. კარგია ძველი ნივთებისგან გათავისუფლება. მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს, მგზავრობას, ახალი საქმის დაწყებას, ბინის შეცვლას, ვალის აღებას. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, იაგუნდი, ობსიდიანი ან ონიქსი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი