კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00 14.04

ორშაბათი
მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია კოსმეტოლოგიური პროცედურები, თმის შეჭრა, სამეცნიერო კვლევა. მეტი იმოძრავეთ. ატარეთ წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი ან ზურმუხტი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის
სამშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებს, ადგილსამყოფელის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია რემონტი, მანქანის ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა, კოსმეტიკური პროცედურები. ატარეთ შავი, წითელი, ცისფერი, ლურჯი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ობსიდიანი, ონიქსი, ტოპაზი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
ოთხშაბათი
მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რადგან მაღალია ენერგოდაბინძურების ალბათობა. არ ვარგა მშენებლობა. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, მოგზაურობა, სპორტული ღონისძიებები. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, იისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, საფირონი, სერდოლიკი, ლაზურიტი ან ცირკონი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის
ხუთშაბათი
გეომაგნიტური დღე
მაღალია მოტყუების ალბათობა. მოერიდეთ მშენებლობას, ყურის გახვრეტას. კარგია უცხოელებთან ურთიერთობას, მგზავრობა, მოგზაურობა, ინტელექტუალური განვითარება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, ქარვა ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის
ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის
პარასკევი
გეომაგნიტური დღე
არ ვარგა ფულის სესხება-გასესხება, მშენებლობა, ყურის გახვრეტა. კარგია სამეცნიერო კვლევა, მოგზაურობა, უცხოელებთან კონტაქტი. ატარეთ ლურჯი, იისფერი, მწვანე ან თეთრი სამოსი, ქვებიდან აქატი, ლაზურიტი, ობსიდიანი ან ლაბრადორი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, ძვლები, ხერხემალი, სახსრები.
პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის
შაბათი
მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს. კარგია მცენარეების დარგვა-გადარგვა, მანქანის ყიდვა-გაყიდვა, სარესტავრაციო საქმიანობა. არ ვარგა არ ვარგა ახალი საქმის დაწყება. ატარეთ ყავისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი, მწვანე ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, მარჯანი, აქატი ან ოპალი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კბილები.
პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის
კვირა
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! არ ვარგა გაცვლითი ოპერაციები, ახალი კავშირები, ქორწინება. კარგია ახლობლებთან კონტაქტი, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება. ატარეთ კრემისფერი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი ,ქრიზოპრაზი ,აქატი, ოპალი ან მარგალიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კბილები, კანი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დრეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან