ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№5

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 03.02

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

ორშაბათი

მოერიდეთ ქორწინებას, საფინანსო ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას, თმის შეჭრას, კამათს. კარგია ტექნიკასთან ურთიერთობა, ხელმძღვანელ პირებთან კონტაქტი, მგზავრობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ძოწი, წითელი იასპი, იაგუნდი ან ქარვა. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, თვალები, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

იყავით ყურადღებით. კარგია კონტაქტები, მცენარეების დარგვა-გადარგვა, ქორწინება, საყიდლების გაკეთება. მოერიდეთ სულსწრაფობას და რისკს. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე, ლურჯი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, მარგალიტი ან ონიქსი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. კარგია მშენებლობა, საყიდლების გაკეთება, ქორწინება, შემოქმედებითი მუშაობა, ახალი ნაცნობობა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, კრემისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარგალიტი ან ზურმუხტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

დაეყრდენით ინტუიციას. მოერიდეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, ქორწინებას, რემონტის დაწყებას, თმის შეჭრას, ახალი საქმის დაწყებას. კარგია აპარატურის შეძენა, სავაჭრო გარიგებები, გაცვლითი ოპერაციები, მშენებლობა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, კრემისფერი, ნარინჯისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, გიაცინტი, გელიოტროპი, ამაზონიტი ან აკვამარინი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

პარასკევი

ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას. მოერიდეთ რემონტის დაწყებას, თმის შეჭრას, ახალი საქმის დაწყებას, ქორწინებას. კარგია მოლაპარაკებები, კონტაქტები, საბანკო ოპერაციები, მშენებლობა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, კრემისფერი, ცისფერი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი აკვამარინი, ტოპაზი, გიაცინტი, ამაზონიტი ან ლაბრადორი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

შაბათი

არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. მაღალია მოტყუების ალბათობა. კარგია მოლაპარაკებები, კონტაქტები, საბანკო ოპერაციები, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი, თეთრი, მწვანე ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, ამაზონიტი, ზურმუხტი ან რუხი ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, კუჭი, მკერდი, ხელები.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ სახლის მშენებლობის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, ვალის აღებას. კარგია მცენარეების დარგვა-გადარგვა, ვაჭრობა. ატარეთ თეთრი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, აქატი, ოპალი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი ,ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა