კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00 13.01
ორშაბათი
გეომაგნიტური დღე
კარგია კონტაქტები, ვაჭრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. არ ვარგა ქორწინება, სახლის მშენებლობის დაწყება, ადგილსამყოფელის შეცვლა, სესხის აღება. ატარეთ თეთრი, ვერცხლისფერი, იისფერი, მწვანე ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, აქატი, ოპალი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი ,ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
სამშაბათი
დღეს სავსემთვარეობაა, მძიმე ენერგიების დღე. მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას, ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, მშენებლობას, ფინანსურ გარიგებებს. კარგია შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ თეთრი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი ,წითელი ყვითელი, ლურჯი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, ბრილიანტი, სარდიონი, ქარვა, მთის ბროლი ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის
ოთხშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფელის შეცვლას, ნიშნობას. კარგია საყიდლების გაკეთება, თმის შეჭრა, მეგობრული კონტაქტები. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.
პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის
ხუთშაბათი
მოერიდეთ ყურის გახვრეტას, ფინანსურ გარიგებებს, ქორწინებას. კარგია კოსმეტიკური პროცედურები, თმის შეჭრა, მშენებლობის დაწყება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, ქარვა, სარდიონი, ყვითელი ან მწვანე იასპი. სიზმარი ახდება. სუსტდება გული, ხერხემალი, ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის
პარასკევი
თავი აარიდეთ კონფლიქტებს. არ ვარგა ახალი ნაცნობობა, ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, რისკი და სულსწრაფობა. კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, ნარინჯისფერი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, ონიქსი, ოპალი ან აქატი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა, ნაწლავთა სისტემა.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
შაბათი
გეომაგნიტური დღე
მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, რისკს. კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, ვაჭრობა, თმის შეჭრა, დიეტის დაწყება. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, კრემისფერი, მწვანე ან ნარინჯისფერი სამოსი ,ქვებიდან კი მალაქიტი, ყვითელი ან მწვანე იასპი, ქრიზოპრაზი ,აქატი ან ოპალი. სიზმარს მაიქციეთ ყურადღება. სუსტდება კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა, ნაწლავთა სისტემა.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის
კვირა
გადაწყვიტეთ საოჯახო საქმეები. არ ვარგა მანქანის ყიდვა-გაყიდვა. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ქორწინება, აპარატურის შეძენა, მკურნალობის დაწყება. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი ,საფირონი ან ტოპაზი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან