კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00
ორშაბათი
გეომაგნიტური დღე
კარგია კონტაქტები, ხელშეკრულების დადება, მასაჟი. მოერიდეთ მშენებლობას, ყურის გახვრეტას. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, ქარვა ან ლალი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის~
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის
სამშაბათი
გეომაგნიტური დღე
დღე ტრავმულ-ავარიულია, იყავით ფრთხილად. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ახალ კავშირებს, ქორწინებას. ატარეთ ყავისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი ან ოპალი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანი.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ოთხშაბათი
არ ვარგა ფინანსური ოპერაციები, ქორწინება, გაცვლითი ოპერაციები, ვაჭრობა. კარგია მცენარეების დარგვა-გადარგვა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ყურის გახვრეტა. ატარეთ ყავისფერი, კრემისფერი, მწვანე, ყვითელი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი ან მარჯანი. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ხუთშაბათი
გეომაგნიტური დღე
სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან. კარგია ტექნიკასთან ურთიერთობა, სამეცნიერო კვლევა, ვაჭრობა, მშენებლობა. მოერიდეთ გადაღლას. ატარეთ ვერცხლისფერი, იისფერი, ყვითელი, წითელი ან ვარდისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ნეფრიტი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ვენები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
პარასკევი
სასიამოვნო სიურპრიზების დღეა. კარგია აპარატურის შეძენა, დიეტის დაწყება, ბინის შეცვლა. აკონტროლეთ ემოცია და ნუ ინერვიულებთ. ატარეთ ცისფერი, ვერცხლისფერი, ვარდისფერი, ყვითელი ან წითელი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი, ლაბრადორი ან ამაზონიტი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ვენები, ფეხის კუნთები.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
შაბათი
მოიმატებს მგრძნობელობა. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, საიდუმლო მოქმედებებს. კარგია ქორწინება, იურისტებთან კონტაქტი. ატარეთ ყვითელი, ლურჯი იისფერი, ცისფერი ან ვარდისფერი სამოსი, ქვებიდან კი ალმასი, გიაცინტი, ლაბრადორი ან აქატი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, თვალები, ტერფები.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
კვირა
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ვალის აღებას ან მიცემას, საიდუმლო საქმეებს. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ქორწინება, კაპიტალდაბანდება. ატარეთ ცისფერი, ლურჯი, მწვანე, თეთრი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი ამაზონიტი, ქარვა, ფირუზი ან გიაცინტი. სიზმარი არ ახდება სუსტდება ლიმფური და ნერვული სისტემა, ტერფები, თვალები.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის
ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან