ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№23

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 03.06

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია კონტაქტები, ახალი ნაცნობობა. შესაძლებელია ფინანსური საკითხების გადაწყვეტა. მეტად დაუკვირდით სიტყვებს. ატარეთ ყავისფერი, ბეჟი, მწვანე ან ლიმონისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარჯანი ან ზურმუხტი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ყურები, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

სამშაბათი

ტრავმული დღეა. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, ყურის გახვრეტას, სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. კარგია ქორწინება, ვაჭრობა, ახალი ნაცნობობა, მგზავრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, კრემისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ყურები, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

იდუმალი მოვლენების დღეა. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, თმის შეჭრას. კარგია სამეცნიერო კვლევა, საბანკო ოპერაციები, მშენებლობა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, ტოპაზი, აკვამარინი, ამაზონიტი, გიაცინტი ან ლაბრადორი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ყელი, ნერვული სისტემა, ბრონქები, ფილტვები, ხელები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. არ ვარგა მოლაპარაკებების წარმოება, გადაწყვეტილებების მიღება, თმის შეჭრა. კარგია აუქციონები, ხეხილის გასხვლა-შეწამვლა. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, ბეჟი, ნარინჯისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, გიშერი, ამაზონიტი ან ლაბრადორი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

პარასკევი

არ ვარგა ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა, ახალი საქმის დაწყება. კარგია საბანკო ოპერაციები, ვაჭრობა. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან კრემისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ზურმუხტი, რუხი ტოპაზი ან ოპალი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, კუჭი, მკერდი.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. არ ვარგა სახლის მშენებლობის დაწყება, ადგილსამყოფლის შეცვლა, სესხის აღება. კარგია ვაჭრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა, შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ თეთრი, ვერცხლისფერი, მწვანე, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, აქატი, მარჯანი ან ოპალი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

კვირა

კარგია საყიდლების გაკეთება, მცენარეების დარგვა-გადარგვა. არ ვარგა ქორწინება, სახლის მშენებლობის დაწყება, ადგილსამყოფელის შეცვლა. ატარეთ მწვანე, თეთრი, ვერცხლისფერი, იისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, მარგალიტი, ამეთვისტო, ოპალი ან აქატი. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება კუჭი, მკერდი, გულსისხლძარღვოვანი სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული