ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№21

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 20.05

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, ქორწინება, საყიდლების გაკეთება. მოერიდეთ უცნობ ადგილებში მოგზაურობას, მოძრავი ქონებით ვაჭრობას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი ან ტოპაზი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, კანი, თირკმელები.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

სამშაბათი

კარგია შეხვედრები, მოლაპარაკებების წარმოება, მანქანის ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა, სამეცნიერო კვლევა. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, მგზავრობას, ადგილსამყოფლის შეცვლას, სესხის აღებას. ატარეთ წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, იასპი ან ონიქსი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია აქტიური მოქმედება, გეგმების დასახვა, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, მანქანის ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფლის შეცვლას, მგზავრობას. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ქრიზოპრაზი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს სავსემთვარეობაა-მძიმე კოსმიური ენერგიების დღე. აკონტროლეთ ემოცია, იყავით ფრთხილად და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. არ ვარგა რისკი და სულსწრაფობა. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, ინტელექტუალური განვითარება. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, იისფერი, ყვითელი ან ბორდოსფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, გიშერი ან ნეფრიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

პარასკევი

დღევანდელი სწორი მოქმედება, წარმატებას მოგიტანთ მომავალში. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, მგზავრობა, მასაჟი, წყლის პროცედურები. გაუფრთხილდით ურთიერთობებს. არ ვარგა მშენებლობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, სარდიონი, ციტრონი, საფირონი ან იაგუნდი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია შემოქმედებითი მუშაობა, საქმიანი კავშირების დამყარება, მგზავრობა. მოერიდეთ კამათს, მშენებლობას, ყურის გახვრეტას. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ქარვა, ციტრონი, ლაზურიტი ან ამეთვისტო. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

კვირა

მეტი დრო დაუთმეთ სიყვარულს და შემოქმედებას. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. მოერიდეთ ვაჭრობას, ქორწინებას, ახალ კავშირებს. ატარეთ ყავისფერი, ყვითელი, ნაცრისფერი, კრემისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი ან ოპალი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კბილები.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული