ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№15

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 08.04

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს ახალმთვარეობაა და მზის დაბნელება-მძიმე ენერგეტიკული დღე. იყავით ყურადღებით. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მოერიდეთ ფულის სესხება-გასესხებას, თმის შეჭრას, ქორწინებას, საფინანსო ოპერაციებს. ატარეთ ვერცხლისფერი, ლურჯი, იისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი კარგია გიშრის ტარება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

არ დაიწყოთ ახალი საქმე. მოერიდეთ საფინანსო ოპერაციებს, თმის შეჭრას, კაპიტალდაბანდებას, რისკს და სულსწრაფობას. კარგია ვაჭრობა, შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ ბორდოსფერი, ყვითელი, ცისფერი, ლურჯი, მწვანე, კრემისფერი ან ყავისფერი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი, აქატი ან მალაქიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები, ყელი, ენდოკრინული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია მშენებლობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა, ქორწინება, ახალი ნაცნობობა. მოერიდეთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს და სარისკო მოქმედებებს. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, კრემისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარჯანი, ზურმუხტი ან ყვითელი იასპი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

მოერიდეთ თმის შეჭრას. კარგია ახალი ნაცნობობა, ქორწინება, მშენებლობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა, მგზავრობა. ატარეთ ყავისფერი, კრემისფერი, ლიმონისფერი, მწვანე, ნაცრისფერი, ცისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარგალიტი, ტოპაზი ან აკვამარინი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული და სასუნთქი სისტემები, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

კარგია კონტაქტები, ახალი ნაცნობობა, მოლაპარაკებები. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი, ბეჟი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, ნეფრიტი, ლაბრადორი ან გიაცინტი. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები, კუჭი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის

შაბათი

არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, თმის შეჭრა. კარგია აპარატურის შეძენა, მშენებლობა, საბანკო ოპერაციები. ატარეთ ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, ამაზონიტი, ლაბრადორი, გიაცინტი, აკვამარინი ან ზურმუხტი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, კუჭი, მკერდი.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

კვირა

იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით. არ ვარგა სახლის მშენებლობის დაწყება, ადგილსამყოფლის შეცვლა, ვალის აღება. კარგია ვაჭრობა, შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, აქატი, ოპალი ან მარჯანი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

17-23 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი