ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№14

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 01.04

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

იყავით ყურადღებით. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მცენარეების დარგვა-გადარგვა, ექიმთან კონსულტაცია. არ ვარგა ფინანსური ოპერაციები, ახალი კავშირები, ვაჭრობა. ატარეთ ნაცრისფერი, ყავისფერი, კრემისფერი, ყვითელი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი ან მარჯანი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, კბილები, მუხლები.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

არრ ვარგა ახალი საქმის დაწყება, მოლაპარაკებები, მოგზაურობა, ახალი კავშირები, ქორწინება, ფინანსური ოპერაციები. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, კრემისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, ოპალი, აქატი ან მალაქიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, კბილები, მუხლები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, ტევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ადგილსამყოფლის შეცვლა. მოერიდეთ ზედმეტ საუბარს, მცენარეების დარგვა-გადარგვას. ატარეთ ვერცხლისფერი, კრემისფერი, ცისფერი, ვარდისფერი, ყვითელი ან წითელი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ციტრონი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება ძვლები, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, თვალები, ნერვული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ხუთშაბათი

მძაფრდება ინტუიცია. არ ვარგა მცენარეების დარგვა-გადარგვა, ზედმეტი საუბარი. კარგია ადგილსამყოფელის შეცვლა, დიეტის დაწყება, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, ვარდისფერი, წითელი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ფირუზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, თვალები, ვენები, ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასოწრებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

პარასკევი

კარგია ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლება. მოერიდეთ საიდუმლო საქმეებს და სასიყვარულო ურთიერთობებს. კარგია კონტაქტები, ქორწინება, მგზავრობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, იისფერი, მწვანე ან ვერცხლისფერი სამოსი, სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება თვალები, ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ გარისკავთ. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს. არ ვარგა ახალი საქმის დაწყება. კარგია ქორწინება, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ მწვანე, ფირუზისფერი, ვერცხლისფერი, ყვითელი, იისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება ტერფები, თვალები, ნერვული და ლიმფური სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

მეტად დაისვენეთ. ნუ აჰყვებით ცდუნებებს. არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, თმის შეჭრა, ფულის ვალად აღება ან გაცემა. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, მგზავრობა. ატარეთ იისფერი ვერცხლისფერი, ფირუზისფერი, მწვანე, წითელი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, გიშერი, მარჯანი, იაგუნდი, წითელი იასპი ან ლალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, თვალები, ტერფები, თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული