ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№8

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 22.02, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

სიყვარულის დღეა. კარგია რთული საკითხების გადაწყვეტა, მცენარეების გადარგვა. ატარეთ თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, ცისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, ოპალი, მარგალიტი. დაიმახსოვრეთ სიზმარი. მოერიდეთ მშენებლობის დაწყებას, ადგილსამყოფლის შეცვლას. სუსტდება კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის;

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის.

სამშაბათი

მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს. კარგია მშენებლობის დაწყება. ატარეთ თეთრი, ვერცხლისფერი, ცისფერი, იისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ზურმუხტი, ამაზონიტი, ამეთვისტო, აქატი, ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის;

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის.

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

არ ვარგა ახალი საქმის დაწყება. კარგია კვლევითი სამუშაო, საოჯახო საკითხების გადაწყეტა. ატარეთ მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი, წითელი, ყვითელი სამოსი; ქვებიდან კი – ზურმუხტი, აქატი, სერდოლიკი, ქარვა. სიზმარი უახლოეს მომავალში ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის;

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის.

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას. ნუ გარისკავთ. კარგია პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა. ატარეთ წითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ლურჯი სამოსი; ქვებიდან კი – მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა ან სარდიონი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის;

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის.

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

კარგია მოგზაურობა, მშენებლობის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ ყვითელი, წითელი, ლურჯი, კრემისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ბრილიანტი, სერდოლიკი, მთის ბროლი, ქარვა ან სარდიონი. სიზმრებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. არ ვარგა ფინანსური გარიგებები. სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ხერხემალი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, სასწორებისთვის;

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის.

შაბათი

გეომაგნიტური დღე

ამ დღეს სავსემთვარეობაა – მძიმე ენერგიების დღე. იყავით ფრთხილი. მოერდიეთ ახალ ნაცნობობას, ნეგატიურ მოვლენებში ჩართვას. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, მწვანე, თეთრი სამოსი; ქვებიდან კი – ყვითელი ან მწვანე იასპი, აქატი ან მალაქიტი. სიზმარი ახდება მომავალში. სუსტდება ნაწლავური სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის;

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის.

კვირა

კარგია დიეტის დაწყება, ვაჭრობა, თმის შეჭრა. ატარეთ ვერცხლისფერი, ცისფერი, ყვითელი, კრემისფერი ან მწვანე სამოსი; ქვებიდან კი – ყვითელი ან მწვანე იასპი, აქატი ან მალაქიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავური სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა ყელი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თევზებისთვის;

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი