ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროლოგიური პროგნოზი

№42

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 14.10

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

დაძაბული დღეა. გამოიჩინეთ სიფრთხილე. არ აჰყვებით პროვოკაციებს. მოერიეთ სესხის აღებას ან გაცემას, ახალი საქმის დაწყებას. კარგია კაპიტალდაბანდება, ქორწინება, შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ ფირუზისფერი, მწვანე, ლურჯი, ვერცხლისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება ტერფები ,თვალები, ნერვული და ლიმფური სისტემა.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, ნუ აიღებთ სესხს. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, მგზავრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა, ქორწინება, კაპიტალდაბანდება. ატარეთ მწვანე, ფირუზისფერი, ტალღისფერი, ვერცხლისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ტერფები ,თვალები, ნერვული და ლიმფური სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ოთხშაბათი

მოერიდეთ სულსწრაფობას, საფინანსო ოპერაციებს, თმის შეჭრას, კაპიტალდაბანდებას. კარგია მგზავრობა, სამეცნიერო კვლევა, ვაჭრობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა; კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნნიტური დღე

დღეს სავსემთვარეობაა-მზის და მთვარის დაპირისპირება, მძიმე ენერგეტიკული დღე. დღე განვლეთ მშვიდად. არ ვარგა ხელშეკრულების დადება, ახალი საქმის დაწყება, მოლაპარაკებები, თმის შეჭრა, ყიდვა-გაყიდვა. კარგია სამეცნიერო კვლევა, შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ ბორდოსფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი იაგუნდი, წითელი იასპი, გიშერი, ფირუზი ან ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას, ადგილსამყოფელის შეცვლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია მეგობრული კონტაქტები, მშენებლობის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, სერდოლიკი, სარდიონი, ქარვა ან მთის ბროლი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ გადაღლას, ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფელის შეცვლას, ქორწინებას. კარგია მშენებლობის დაწყება, თმის შეჭრა, მეგობრული კონტაქტები. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი, ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის

კვირა

იყავით ყურადღებით. არ ვარგა ახალი ნაცნობობა, ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა, ახალი საქმის დაწყება. კარგია დიეტის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ ყვითელი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, მწვანე ან კრემისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ონიქსი ან ოპალი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა