ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეგვიძლია თუ არა წინაპართა კარმული ვალების გასტუმრება და ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემებისა და უსიამოვნებების აცდენა

№31

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 10.08

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ამ სამყაროში უბრალოდ არაფერი ხდება. მით უმეტეს, ახალი სიცოცხლის დაბადება. ადამიანის ამქვეყნად მოვლინება კონკრეტულ მისიას უკავშირდება, ანუ, ადამიანები განვლილი ინკარნაციული პროგრამით ვიბადებით. თუმცა ზრდასა და განვითარებას უკვე აღმავალი კვანძის მეშვეობით ვაგრძელებთ. ამასთან ერთად, დაგროვილი ცოდნა ხელს გვიწყობს, რომ ჩვენთვის განსაზღვრული მისია სწორად შევასრულოთ.

სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის რეალურად რა არის კარმის დანიშნულება. კარმა ქმედებაა, ყველა ქმედება კი, შედეგს ბადებს. აქედან გამომდინარე, სწორედ, ჩვენ შეგვიძლია, გავისტუმროთ წინაპართა კარმული ვალები და ამგვარად, ცხოვრებაში წარმოქმნილ პრობლემებსა და უსიამოვნებებს ავცდეთ, გავხდეთ წარმატებული. წარმატება იმ ადამიანთან მიდის, ვინც თავის კარმას ასრულებს. კარმა ნიშნავს ქმედებას და გინდა თუ არა, მას ცხოვრება მაინც გასრულებინებს. თუ ადამიანი საკუთარ კარმას ეჭიდავება, ეს ბრძოლა წაგებიანია. ასეთი ადამიანი, უბრალოდ, ზედმეტად ირთულებს ცხოვრებას. კარმასთან ჭიდაობით ადამიანი ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს და ჯობს, ეს ენერგია საკუთარი თავის რეალიზებისთვის გამოიყენოს.

არის შემთხვევები, როცა ადამიანის ცხოვრებაში გარდატეხა ხდება. სწორედ, ყველაზე კარგად ამ დროს გრძნობს ის თავის კარმულ მისიას და სიძნელეებთან ბრძოლის შემდეგ ადამიანისთვის წარმატებების პერიოდი იწყება.

არსებობს, ასევე, კარმული ვალები, რომელსაც შავი მთვარე განაგებს. შავი მთვარე ადამიანის პირად ჰოროსკოპში იმ დარღვევებზე მიუთითებს, რომელიც მას წინა ცხოვრებიდან რეინკარნაციის შედეგად გადმოჰყვა. ამჟამინდელ ცხოვრებაში კი ვალდებულია, რაც წინა ცხოვრებაში დააშავა, გამოასწოროს და აინაზღაუროს. არსებობს, ასევე, კარმული ჯილდოებიც და მას სელენა, ანუ თეთრი მთვარე მიუთითებს. თეთრი მთვარე ადამიანის პირად ჰოროსკოპში, ასევე, იმ ჯილდოებზე მიუთითებს, რომელიც მან წინა ცხოვრებაში დაიმსახურა და რომ ახლანდელ ცხოვრებაშიც წარმატებული იქნება.

თუ ადამიანის პირად ჰოროსკოპში შავი მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოშია, ეს წინაპართა მხრიდან გადმოცემულ მძიმე კარმულ ვალებზე მიუთითებს. ასეთი ადამიანი თუ ამჟამინდელ ცხოვრებაში ახლობლებზე არ ზრუნავს, ღალატობს ტრადიციებს, მაშინ ის წინაპრების მიერ გადმოცემული კარმული ვალებით ისჯება. ასე რომ, თუ ადამიანმა თავისი პირადი ჰოროსკოპი იცის, შეუძლია, მსგავსი პრობლემები თავიდან აიცილოს, თუნდაც იმით, რომ დაიწყოს ქველმოქმედება, დაეხმაროს ავადმყოფებს. ამით ის წინაპართა კარმულ ვალებსაც იხდის და შთამომავალსაც იხსნის მძიმე დაავადებებისგან.

სხვათა შორის, დაბადების მომენტში შავი მთვარე ადამიანის ნაყოფიერებაზეც მოქმედებს. მაგალითად, თუ ქალს შავი მთვარე აქვს ლომის ზოდიაქოში, ეს იმის მაჩვენებელია, რომ შვილი არ ეყოლება. ასეთმა ქალმა, აუცილებლად უნდა გამოავლინოს ქველმოქმედება და დაეხმაროს გაჭირვებულ ბავშვებს. თუ სხვის შვილს აიყვანს და გაზრდის, აუცილებლად დაჯილდოვდება საკუთარი შვილითაც.

ნებისმიერი დაავადებისგან განკურნება შესაძლებელია, თუ გეცოდინებათ საკუთარი კარმის სწორად მართვა და წინაპართა კარმული ვალების გასტუმრების რეალური გზა. წინაპართა დაზიანებული კარმის გამოსწორებით, საკუთარ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლით, ადვილად შეძლებთ საკუთარი ცხოვრების მართვას. კარმული კვანძის უკუფაზის პერიოდები კი ყოველ ცხრა წელიწადში ერთხელ მეორდება. ამიტომ, სასურველია, თუ ცხოვრების ამ პერიოდს მომზადებული შეხვდებით, კერძოდ, გადახედავთ, როგორ ცხოვრობდით განვლილი ცხრა წლის განმავლობაში და დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

19-25 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი