გულახდილი საუბრები

უყვარს კაცს ქალი...

№49

ავტორი: ნინო წულუკიძე 21:25 10.12, 2020 წელი

წყვილი, ქალი და კაცი - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მამაკაცებს უყვართ ქალები და იხიბლებიან მათი უნარებით.  კაცს ქალი უყვარს  იმიტომ, რომ: 

  • ქალები ყოველთვის, დაბერების შემდეგაც კი, თავს ახალგაზრდულად გრძნობენ;

  • ქუჩაში ყოველთვის გამართულად დადიან, იყურებიან წინ, იშვიათად შემობრუნდებიან, რომ გითხრან მადლობა ან დაგიბრუნონ კომპლიმენტი და ღიმილი, რომელიც თქვენ აჩუქეთ;

  • ახერხებენ, რომ ყოველთვის იყვნენ მოწესრიგებულები და სრულყოფილები;

  • ქალები აკეთებენ ყველაფერს – ოჯახისთვის, სამსახურისთვის და არასდროს ელიან აღიარებას, იმ სამუშაოსთვის რასაც აკეთებენ;

  • ქალებს უყვართ ეგზოტიკური, სხვადასხვა ხილით გაფორმებული, ფერადი კოქტეილები;

  • პრობლემების გადასაჭრელად ქალებს აქვთ საკუთარი მეთოდები, რომლებსაც კაცები ვერასდროს გაიგებენ;

  • ქალებს მეტად აქვთ განვითარებული სიბრალულის გრძნობა და ამიტომ მაშინაც კი ამბობენ, „მე შენ მიყვარხარ“, თუ პარტნიორი არ უყვართ;

  • როცა აინტერესებთ საკუთარი გარეგნობის შესახებ, ეკითხებიან სხვა ქალებს და კაცებს ამგვარი ტიპის შეკითხვებით არ აწუხებენ;

  • ქალები წერენ სიყვარულის ისტორიებს;

  • ქალებს ყოველთვის შეუძლიათ კაცების ნათქვამს რაღაც დეფექტი მოუნახონ;

  • როცა კაცები ამბობენ, რომ სხვა ქალი ლამაზია, მაშინ ქალები აუცილებლად აგრძნობინებენ მამაკაცს, რომ უგემოვნოა.


თავიდან ყველაფერი კარგადაა...

თავიდან ყოველთვის ყველაფერი კარგადაა, სიყვარული მოდის და ეს ის პერიოდია, როცა ბედნიერი ხარ, როცა მზად ხარ, ყველაფერი აპატიო ადამიანს, რომელიც შენთვის ყველაზე ძვირფასია.

მაგრამ მყარი და სტაბილური ურთიერთობა ამით არც იწყება და არც მთავრდება. საქმე ისაა, რომ ცხოვრებაში მხოლოდ სიყვარული არ არის და უამრავი რაღაც შეიძლება, გახდეს კამათის მიზეზი, გამოიწვიოს უთანხმოება, გამწვავდეს, მივიდეს კონფლიქტამდე და დაშორებამდეც კი.

არსებობს ბრიტანელი სოციოლოგიური კვლევები, რომელიც წყვილების კამათს ეხება, ანუ „რაზე კამათობენ ყველაზე ხშირად შეყვარებულები“.

აღმოჩნდა, რომ ეს სამი ძირითადი თემაა უყურადღებობა, გადაჭარბებული ყურადღება და დაოჯახების სურვილი. სწორედ ამის გამო კამათობენ წყვილები და ჩხუბამდეც კი მიდიან. მაგრამ ამით არ ამოიწურება შეყვარებულებს შორის კონფლიქტის გამომწვევი ფაქტორები.

წყვილები სხვა მიზეზითაც კამათობენ. მაგალითად, ძალიან მარტივ, ყოფით წვრილმანებზე, რაც ერთი შეხედვით სასცილოდაც კი შეიძლება, მოგეჩვენოთ. ზოგჯერ მამაკაცები ცდილობენ, ქალს თავისი უპირატესობა ფსიქოლოგიური ზეწოლით აგრძნობინონ.
ჩხუბის მიზეზი შეიძლება იყოს ეჭვიანობაც, ხმამაღალი ტონი, პრეტენზიები და გემოვნებაც კი.

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ თუ ჭეშმარიტი სიყვარულია, კამათი საშიში არ არის, ის, პირიქით, წაადგება კიდეც ურთიერთობას და გაცილებით ჯანსაღს გახდის მას.

მითიური ამბავი

პესიმისტი კაცი ფიქრობს, რომ ყველა ქალი ცუდია.

ოპტიმისტ კაცს კი იმედი აქვს, რომ ეს ასე არ არის.

მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ქალი, უბრალოდ, გენიალური ქმნილებაა.

„სამყაროს შექმის ბოლო დღე იყო – ღმერთი ყველაფრის შექმნას მორჩა, მხოლოდ ქალი უნდა შეექმნა კაცის ნეკნისგან. ფიქრისაგან დაღლილ ღმერთს ანგელოზი მიუახლოვდა და ჰკითხა: ღმერთო, რატომ ფიქრობთ ამდენს ქალის შექმნაზე? ღმერთმა უპასუხა: მე მარტო ქალს არ ვქმნი. მე დღეს ქალი, დედა და მამაკაცის ცხოვრების თანამგზავრი მინდა, შევქმნა“.

ეს პატარა მითიური ამბავი კარგად გამოხატავს ქალის უდიდეს მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ქალი არა მარტო ახალ სიცოცხლეს ბადებს, არამედ მოაქვს ბედნიერება და სიხარული, ქმნის იდეალებს და მამაკაცს ეხმარება წარმატებისა და ბედნიერების მიღწევაში.

მაგრამ ქალისათვის არ არის ცხოვრება იოლი. მას უამრავი მოვალეობა აკისრია.

ქალის მიზანია:
✔️ იყოს კარგი დედა;
✔️ იყოს ღირსეული მეუღლე;
✔️ მიაღწიოს წარმატებას კარიერაში.

ეს არც ისე ადვილია, თუმცა, პრაქტიკულად, ყველა ქალს შეუძლია, წარმატების მიღწევა ყველა სფეროში, თუკი შეძლებს და სამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს:

👉 აირჩიოს ცხოვრების თანამგზავრი ან გადაწყვიტოს, საერთოდ ჰყავდეს თუ არა ის;
👉 იყოლიოს თუ არა შვილი;
👉 იმუშაოს თუ არა.

ეს ის გადაწყვეტილებებია, რომელზეც ქალის წარმატება და ბედნიერება შენდება.

განსაკუთრებული სიფრთხილე არაა საჭირო! იყავით პოზიტიურები და გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რათა ეს პრობლემები დადებითად გადაჭრათ. დაიმახსოვრეთ, რომ წარმატებული ქალი არის კარგი მეუღლე, ღირსეული დედა და კარიერაში წარმატებული პიროვნება.

ასე რომ, თქვენი წარმატების გზა, სწორედ, ამ სამი არჩევნის დადებითად გადაწყვეტიდან იწყება!

თუ გინდათ, იყოთ:
კარგი დედა – ყველაფრის გაღება უნდა შეგეძლოთ შვილებისთვის;
ღირსეული მეუღლე – გიყვარდეთ ქმარი, იყოთ ერთგული და პასუხიმგებლიანი;
კარიერაში წარმატებული – უნდა იყოთ ჭკვიანი, შრომისმოყვარე, საქმიანი და მიზანდასახული.

დამერწმუნეთ, ყველა ქალს შეუძლია ამის გაკეთება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი