სიდედრის აღვირახსნილობის გამო ოჯახი დამენგრა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 16.07
ჩემი მომავალი სიდედრი რომ გავიცანი, ძმაკაცებთან ვტრაბახობდი: ისეთი ახალგაზრდაა, ისეთი გაპრანჭული და ლამაზია, ჩემზე მაგარი სიდედრი მსოფლიოში არავის ეყოლება-მეთქი. რას წარმოვიდგენდი, რომ სწორედ ის გახდებოდა ჩემი ცხოვრების დამანგრეველი. რომ დავოჯახდი, ასე მეგონა, ჩემი ცოლის გარდა სხვა ქალი არ დადიოდა დედამიწაზე.
უზომოდ მიყვარდა, პატივს ვცემდი და ხელის გულზე ვატარებდი. დედამისი ხშირად მოდიოდა ჩვენთან და მასთანაც კარგი დამოკიდებულემა მქონდა. თუმცა, ვამჩნევდი, მამაკაცების მიმართ როგორი ქცევებიც ჰქონდა. ჩემს ცოლს მამა ჰყავდა, თუმცა მას სხვა ოჯახი ჰქონდა და მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი. რომ დავქორწინდით, მაშინ არ მოსულა, თუმცა შვილი რომ შეგვეძინა, მოვიდა და ნამდვილად არ დატოვა ცუდი კაცის შთაბეჭდილება. თუმცა, გამიკვირდა, ჩემი სიდედრი ამ კაცს როგორ გაჰყვა ცოლად-მეთქი, რადგან მათ შორის საკმაო ასაკიც იყო და არც ფიზიკურად შეეფერებოდნენ ერთმანეთს. მერე გავიგე, რომ ჩემი სიდედრი ფულის გამო გაჰყოლია. შვილი გააჩინა, გაშორდა, ბინაც წაართვა და ბიზნესის წილიც. მოკლედ, ცხოვრება ყოფილი ქმრის ხარჯზე აიწყო და არც საყვარლებს იკლებდა და არც ახალ გაცნობილ მამაკაცებს ეუბნებოდა შეხვედრებზე უარს. თავიდან ვფიქრობდი, რა ჩემი საქმეა მისი ცხოვრება, ახალგაზრდა ქალია, თავისუფალი და სიცოცხლე უხარია-მეთქი. მერე კი, როცა ჩემს ძმაკაცს დაადგა თვალი, მივხვდი, ჩვენი ურთიერთობა იქ დასრულდებოდა. ბიჭები ხშირად იკრიბებოდნენ ჩემთან, ხან ფეხბურთის საყურებლად, ხან დღესასწაულების აღსანიშნავად, ხან ბილიარდის სათამაშოდ და ჩემი სიდედრიც, როგორც კი გაიგებდა, ჩემი ძმაკაცები უნდა მოსულიყვნენ, ეგრევე ამოდიოდა. ისე იქცეოდა, არ მსიამოვნებდა და ჩემს ცოლს კი ვუთხარი ერთხელ: იქნებ როგორმე მიახვედრო დედაშენს, რომ არ მსიამოვნებს ჩემს ძმაკაცებთან მოკლე კაბით და მკერდგადმოგდებული რომ ზის, უხერხულია, მესმის თავისუფალი და თამამი ქალია, მაგრამ მეც მაქვს ჩემი თავმოყვარეობა და მერიდება ძმაკაცებთან-მეთქი. დამეთანხმა, მართალი ხარ, მაგრამ ეგეთია დედაჩემი და რა ვუყოო. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემს ერთ-ერთ ძმაკაცთან დაუწყია ფარული შეხვედრები და მხოლოდ მაშინ გავიგე ეს ამბავი, როცა დასასვენებლად ერთად წავიდნენ და ჩემი ძმაკაცის ცოლი მე და ჩემს ცოლს წივილ-კივილით დაგვადგა თავზე. ეგონა, ვიცოდით მათი ფარულად შეხვედრების ამბავი, მაგრამ დაინახა, რომ შოკში ჩავვარდით და მიხვდა, რომ ამაზე წარმოდგენა არ გვქონდა. თუმცა ისე ვინერვიულე, იქვე მოვმკვდარიყავი, მერჩივნა. არადა, მათი მეორე ბავშვი უნდა მომენათლა და აღმოჩნდა, ჩემი სიდედრი ამ ჩემს ძამაკაცთან დადის, როგორი საქმეა? მთელმა ჩემმა საძმაკაცომ გაიგო ეს ამბავი და ისეთ დღეში ჩავვარდი, თავი აღარ გამომეყოფოდა. ამის გამო მე და ჩემს ცოლს შორის უთანხმოება დაიწყო. ერთ-ერთი ჩხუბის დროს იქამდე მივედით, ხელიც კი ავწიე მასზე. ამას დღემდე ვერ ვინელებ. სამწუხაროდ, იმდენი ქნა, ჩემს ძმაკაცს ოჯახი დაანგრევინა და დღესაც მისი საყვარელია. მეც არ მაპატია ცოლმა ხელის აწევა მასზე, წავიდა და შვილსაც იშვიათად ვხედავ. ჩემი სიდედრის უაზრო, თავაშვებულმა და გარყვნილმა ხასიათმა და ქცევებმა, ამ ზომამდე მიმიყვანა. ის ჩემი ძამაკაცი ყველას ჩამოგვშორდა, მისი ცოლი კი დღემდე მე მადანაშაულებს, შენს სახლში გაიცნო და შეგეძლო, შენი სიდედრი მოგეჯინა ერთ ადგილზეო. ცხოვრება თავზე დამამხო იმ უნამუსო ქალმა, ავტორიტეტიც შემილახა, ამ ამბის მერე საძმაკაცოც ნელ-ნელა ჩამომშორდა და ცოლიც გამექცა. ალბათ, სუსტი კაცი ავღმოვჩნდი და ამიტომაც დამემართა ასე.
ირაკლი, 36 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




