გულახდილი საუბრები

როდის გადაიქცევა ხოლმე ცოლ-ქმრის სიყვარული გაუგებრობად და კონფლიქტად

№25

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 01.07

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

წყვილებს შორის ძალიან ხშირია ისეთი სიტუაციები, როცა იდეალური ურთიერთობები, ჰარმონია და ურთიერთგაგება გარკვეული დროის შემდეგ კონფლიქტებსა და გაუთავებელ დაძაბულობაში გადადის. ფსიქოლოგების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ასეთი ცვლილებების მიზეზი ისაა, რომ წყვილს არ შესწევს ძალა ბოლომდე შეინარჩუნოს ის გულახდილი ურთიერთობა, რომელიც გაცნობის პირველ ხანებში ჰქონდათ. ასეთი სიტუაციების წარმოქმნა შეუძლია ისეთ შეცდომებს, რასაც თითოეული ჩვენგანი საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისას ძალიან ხშირად ვუშვებთ.

დარინა (34 წლის): მე და ჩემს მეუღლეს ქორწინების პირველი ხუთი წელი იდეალური გვქონდა – არანაირი უთანხმოება, არანაირი დაპირისპირება. ძალიან მიხაროდა და ვფიქრობდი, როგორი ბედნიერი ვარ-მეთქი. განსაკუთრებით, სხვა წყვილებს როცა ვუყურებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ იმავე პრობლემების წინაშე არ აღმოვჩნდებოდით. ახლაც ვერ გეტყვით, როგორ მივედით იქამდე, რომ ლამის ყოველდღე ხელჩართული ომი გვაქვს.

– ფსიქოლოგები ასახელებენ მიზეზებს, რაც იწვევს წყვილს შორის დაუსრულებელ კონფლიქტს და ჰარმონიის დარღვევას. მათ შორის ერთ-ერთია უსაფუძვლო კონკურენცია.

– ალბათ, ჯერ უნდა ვთქვათ, რომ იდეალური ურთიერთობა არის ის ჰარმონია, სადაც ორივე მონაწილე – ცოლიც და ქმარიც თანაბარი უფლებებით სარგებლობს. არ არსებობს ოჯახი სადაც მათ შორის კონკურენცია არ არის. რა თქმა უნდა, ნებისმიერ მამაკაცს საკუთარი კრიტერიუმები აქვს და მათთვის სასურველი სუსტი სქესის წარმომადგენლები ამ მოთხოვნებს სრულ თუ არა, გარკვეულ ნაწილს მაინც უნდა აკმაყოფილებდნენ. მაგრამ, ალბათ, ეს არ უნდა იყოს ტრაგედია ცოლისთვის. ჩემს შემთხვევაში, ეს ყველაფერი სრულებით ნორმალურიცაა, მაგრამ მიუღებელია უსაფუძვლო კონკურენცია.

– უსაფუძვლო კონკურენციაში რას გულისხმობთ?

– როცა მამაკაცი ცოლისთვის, რომელიც მისთვის თავიდან სრულიად მისაღები იყო, გარკვეული უფლებების „ჩამორთმევას“ ცდილობს. ეს ყველაფერი მეტად გამაღიზიანებელია და ძნელია, სიმშვიდე შეინარჩუნო და არ „აფეთქდე“. როცა ჩემმა ქმარმა რაღაცებში ჩემი შეზღუდვა დაიწყო, ჩვენ შორის პირველი კოფლიქტიც მაშინ მოხდა.

– ამბობენ, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლების უდიდესი ნაწილი შეცდომას მაშინ უშვებს, როცა გარკვეული ნაბიჯების გადადგმას სრულიად დამოუკიდებლად ცდილობს.

– დიახ. ეს მაშინ, როცა ცოლები ქმრების მაგივრადაც ცდილობენ გარკვეული სიტუაციების მოგვარებას და მათ ნაცვლად იწყებენ აზროვნებას. არ შეიძლება, ქალმა მამაკაცს დღის გეგმა შეუდგინოს. მიუთითოს იმაზე, თუ რა დროის გატარება შეუძლია საკუთარ მეგობრებთან, ეს შეცდომა განსაკუთრებით საშიშია! ქალებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ტიპური შეცდომა – მამაკაცს ქალი გამუდმებით უსვამს კითხვას, თუ რას გრძნობს მის მიმართ. გასაგებია, რომ ქალებს გრძნობებში გამოტყდომა და სიყვარულის ახსნა ყოველთვის გვახარებს, მაგრამ სამწუხაროდ, მამაკაცების უმრავლესობას დიდად არ იზიდავს ამ თემებზე საუბარი. უკეთესი იქნება თუ ჩვენ, ქალები, კარგად შევისწავლით საკუთარ პარტნიორს. ასე მის გრძნობებს ქმედებებში ამოვიცნობთ.

– მამაკაცებს ხომ არც ის ფაქტი სიამოვნებთ, როცა მათ ქალბატონები საკუთრებად მიიჩნევენ.

– დიახ. მეც შევნიშნე. ეს განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს მაშინ, როცა ქმართან საუბარში ვიყენებ სიტყვას – „ჩვენ“. თუმცა არ ვიცი, რატომ ცოფდება და წონასწორობას კარგავს. მგონი, ფიქრობს, რომ ყველაფერი მის მაგივრად გადავწყვიტე. მამაკაცებს ნამდვილად არ სიამოვნებს, როცა ქალბატონები მათ ბრძანებებსა და მითითებებს აძლევენ. აღიზიანებთ, როცა სუსტი სქესის წარმომადგენლები ცდილობენ, მათ „ხსნას“ იმ ცუდი ჩვევებისგან, რომლებიც თავად ქალბატონებს არ მოსწონთ. კარგი იქნება, თუ ქალებს ხშირად გაგვახსენდება, რომ ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანის შეცვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომ, ქალბატონებო, თუ ქმრის ხელახლა აღზრდას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში წაგებული დარჩებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

19-25 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი