გულახდილი საუბრები

რას ნიშნავს იძულებით შეწყვილებულები და სად უშვებენ ქალები შეცდომას

№17

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 07.05

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ვუყვარვარ! არ ვუყვარვარ! ვუყვარვარ! არ ვუყვარვარ! – ასე ერთხელ მაინც გაგვითვლია გვირილებით, თუმცა არა მგონია, მაშინ წარმოდგენა გვქონოდა, რომ გაცილებით რთულია სიყვარული, ვიდრე მხოლოდ კი ან არა. როცა პირველად გეწვევა სიყვარული, მიხვდები, რომ სასიამოვნო გრძნობის გარდა ბევრი გულისტკივილი და იმედგაცრუება გელოდება. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებ, აუცილებლად უნდა გქონდეს პასუხი კითხვაზე – სად გადის ზღვარი ღალატსა და ფლირტს შორის.

მარიკა (37 წლის): ტრადიციულად, როცა გოგოები იკრიბებიან, სულ განიხილება „კაი ტიპების“ თემა, ბიჭების, რომლებიც კარგად გამოიყურებიან, კარგად აცვიათ, კარგი ავტომობილები ჰყავთ და შესაბამისად, კარგ „სასიძო“ ალტერნატივადაც მოიაზრებიან. მერე ეს ბიჭები სულაც არ არიან ხოლმე კარგი ქმრები.

– რატომ?

– პასუხი მარტივია. იმიტომ, რომ ისინი ბოლომდე – სიბერის ასაკამდე „კაი ტიპებად“ რჩებიან და ვერასოდეს გამოდიან ამ იმიჯიდან. მოსწონთ, როცა ქალების ყურადღების ცენტრში არიან და ვერ ხვდებიან ცოლები რაზე ეჭვიანობენ. მერე რომ სკანდალებმა ცხოვრება არ გაგიმწაროთ, თანამედროვე „რომეოებმა“ და „ჯულიეტებმა“ უნდა გაავლონ ზღვარი ღალატსა და ფლირტს შორის.

– ანუ, შეიძლება, მამაკაცი მხოლოდ ფლირტით ერთობოდეს და საერთოდ არ გიღალატოს?

– ნამდვილად შესაძლებელი ყოფილა. უთანხმოება ყოველთვის იწყება მაშინ, როცა შეთანხმება ვერ დგება. რამდენი სტატიაც უნდა წავიკითხოთ, რომ ღალატი ბუნებრივია, ამ პრობლემასთან შეხვედრისას მეცნიერებასთან მეგობრობა ვეღარ გვეხმარება. ღალატისას ერთდროულად გვეუფლება სიბრაზის, იმედგაცრუების, ზიზღის, სიყვარულისა და დაბნეულობის შეგრძნება, რომელიც არასდროს ქრება იმიტომ, რომ მუდმივად ვფიქრობთ, რა გავაკეთეთ არასწორად, რომ ეს ღალატი „დავიმსახურეთ“. არადა, ნერვიულობა არ ღირს.

– მოგვისმენია ფრაზა, რომ ერთხელ მოღალატე ყოველთვის გიღალატებს, მართალია?

– არსებობს სიყვარულის ძალა, რომელიც ადამიანს გამოასწორებს? სამწუხაროდ, არა. რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს, სწორედ, ესაა ჭეშმარიტებასთან ძალიან ახლოს. ზოგიერთი კაცი პირადი კომპლექსების გამოა მიდრეკილი ღალატისკენ. ყველა ჩვენგანი მოხვედრილა სიტუაციაში, სადაც ერთხელ მაინც უფიქრია სხვაზე საკუთარი პარტნიორის გარდა.

– რას გულისხმობთ?

– შესაძლოა, ვინმე ძალიან სიმპათიური დაინახოთ და სიტუაციამ მოიტანოს თქვენი დაახლოება? არაა გამორიცხული. ეს მაშინ ხდება, როცა ცოლი და ქმარი იძულებითაა შეწყვილებული. მაგრამ თუ მართლა გიყვართ, რაღაც მომენტში აუცილებლად გაგახსენდებათ თქვენი შეყვარებული. მიხვდებით, რომ არ ხართ მზად, გული ატკინოთ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ თუ რამხელა ზიანს მოგაყენებენ ერთი ღამის გართობით.

– ქმარზე ამბობთ ამას?

– დიახ. გინახავთ რომელიმე წყვილის ცხოვრება ჩხუბისა და ეჭვიანობის გარეშე? არა მგონია, რადგან ეს სიყვარულის გარდაუვალი ნაწილია. ანუ, რაღაც მომენტამდე ეს ნორმალურია, მაგრამ წარმოიდგინეთ, გამუდმებით ჩხუბი, უნდობლობა, ეჭვიანობა, აგრესია, შემდეგ ნაკლები სექსი და ნელ-ნელა სიყვარულიც ქრება. დროზე უნდა გავაანალიზოთ, რომ ურთიერთობა ჩიხში შედის, სანამ რომელიმე მხარე წავა და ვინმე სხვაში იპოვის იმ კომფორტს, რომელიც ამ ურთიერთობაში აკლდა.

– ტყუილად ეჭვიანობდით და ამით გაამწვავეთ ურთიერთობა?

– ნამდვილად ასე იყო. იცით როგორი წყვილი ვიყავით? განუყრელები რომ არიან, ყველგან ერთად დადიან, შოპინგზე, სავარჯიშოდ, დასასვენებლად და ცდილობენ, თავადაც დარწმუნდნენ და გარშემო მყოფებიც დააჯერონ, რომ ძალიან უყვართ ერთმანეთი. რატომ ვიტყუებდი ნეტავ თავს. ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა ცხოვრება სხვა არჩევანს არ გიტოვებს და იძულებული ხარ, „ბედს შეეგუო“. როცა მას, ვისაც შენი შეყვარებული, შენი ქმარი ჰქვია, ემოციებისა და ინტერესის გარეშე უყურებ და ათას მიზეზს ეძებ, რომ საკუთარი არჩევანი გაამართლო. ყველაზე ცუდი კი, ის არის, როცა შენი ქმარიც დაახლოებით იგივეს ფიქრობს შენზე. საბოლოო ჯამში, აღმოაჩენ, რომ თქვენი დაწყვილების მთავარი მიზეზი მარტოობის შიშია. მე მივხვდი – ამ შიშის გამო ადამიანები ასეთ ურთიერთობებზე თანხმდებიან. თავს კი იმით იმშვიდებენ, რომ სიყვარული და ლტოლვა ადრე თუ გვიან მაინც ქრება.

– იქნებ ჯობია, სიყვარული იყოს და წავიდეს, ვიდრე მთელი ცხოვრება ამ გრძნობას იყო მოკლებული.

– ძალიან ხშირად მეფიქრება მაგაზე. მაგრამ არც ოჯახის დანგრევა მინდა. ორ წყალს შუა ვარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. არ არის ადვილი ასე ცხოვრება. ჩვენ ვართ ძალად დაწყვილებულები და არა ერთმანეთის მეორე ნახევრები. არადა, მთელი ცხოვრება, სწორედ, ასეთ ურთიერთობაზე ვოცნებობდი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

14- 20 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

რკინადეფიციტური ანემია

როგორ მოვიქცეთ რკინადეფიციტური ანემიის დროს