გულახდილი საუბრები

ემიგრაციაში მივხვდი, რომ ქმრის ხელში ჯოჯოხეთი გამოვიარე

№38

ავტორი: „თბილისელები“ 49 წუთის წინ

უშვილობას ვნანობ
დაკოპირებულია

როგორც ბევრ ქართველ ქალს, მეც მომიწია ემიგრაციაში წასვლა. მართალია, ოჯახი წინააღმდეგ წავიდა, მაგრამ რომ მიხვდნენ, სხვა გზა არ იყო და ფინანსურად ძალიან გაგვიჭირდა, დამთანხმდნენ. ოჯახში ასაკში შესული ქმრის მშობლები, ორი მოზარდი შვილი და ქმარი დავტოვე, ჩავალაგე ბარგი და გადავიხვეწე უცხო ქვეყანაში. გააზრებული მქონდა, რომ ფულის საშოვნელად მძიმე შრომა მომიწევდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო და ბედს შევეგუე. ყველაზე მეტად ჩემს შვილებთან განშორება გამიჭირდა, თუმცა, რომ ვიაზრებდი, მათ გამო მივდიოდი და სკოლაში აღარ დარჩებოდათ სხვა ბავშვების ტანსაცმელზე თუ ნივთებზე თვალი, მეც შევძლებდი მათ უზრუნველყოფას, ეს მამშვიდებდა.

ერთი სიტყვით, იქ ჩასულს, ნაცნობი დამხვდა აეროპორტში, მიმიყვანა ოჯახში, სადაც მოხუცისთვის უნდა მომევლო და თან, იქვე მეცხოვრა და ასე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი. პირველი ხელფასი რომ ავიღე, სიხარულით გავვარდი გადმოსარიცხად და რომ დავრეკე და შვილების გახარებული ხმა გავიგე, სტიმული მომეცა. მოხუცი, ვისაც ვუვლიდი, საკმაოდ ინტელიგენტი ქალი გახლდათ. ძალიან შეგნებული და განათლებული შვილები ჰყავდა – ორი ბიჭი და ერთი გოგო. კვირაში ერთხელ რიგრიგობით მოდიოდნენ დედის სანახავად და ჩემი გაწეული შრომითაც კმაყოფილები იყვნენ. ხელფასიდან დავიწყე ცოტა თანხის გადადება, რომ საკუთარი თავისთვის მიმეხედა და ფორმაში ვყოფილიყავი. გარეგნობით ნამდვილად გამოვირჩეოდი ჩემს მეგობრებში, მაგრამ ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ჩამოვგლახავდი. ჩემი ქმარი კი შოულობდა ფულს თავის დროზე, მაგრამ არასდროს უფიქრია, რომ ჩემთვის იმდენი მოეცა, რამე მეყიდა და თავისთვისაც მიმეხედა. ის თანხა მხოლოდ ოჯახური საკითხების მოგვარებასა და საკვებში მიმდიოდა. მოკლედ, თავს მივხედე და ლამაზად ჩაცმაც დავიწყე, იმ მოხუცის მეზობლად ცხოვრობდა ოჯახი, რომელიც მეგობროდა ამ ქალთან. მოდიოდნენ ხოლმე სანახავად და მეც ღიმილით ვხვდებოდი. მის ოჯახის წევრს მოვეწონე, ასაკში შესულ კაცს და ჩემ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. შემომთავაზა კიდეც, თუ დრო გექნება, მინდა, ჭიქა ყავაზე დაგპატიჟოო, რაზეც უარი მიიღო. ალბათ, მან უთხრა ჩემზე მომეწონაო და ბოლო პერიოდში, ვისაც ვუვლიდი, მისმა ერთ-ერთმა ბიჭმა, ჩემთვის საჩუქრების გაკეთება დაიწყო. ზაფხულის პერიოდში დედა დასასვენებლად ქალაქგარეთ, ვილაში წაიყვანა, რასაკვირველია, მეც გავყევი და იქ ვიგრძენი, რომ მამაკაცები ჩემ მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდნენ. ისეთ კომპლიმენტებს მეუბნებოდნენ და ისე მაფასებდნენ, მივხვდი, ქალისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. ჩემი ქმრის ხელში კი კომპლიმენტი კი არა, თბილი სიტყვაც კი არ მახსოვს. მხოლოდ დიასახლისი ვიყავი და მორჩა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ემიგრაციაში აღმოვაჩინე, რომ ქმრის გვერდით, ის ცხოვრება არ გამივლია, რასაც ვიმსახურებდი. რასაკვირველია, არც ღალატს ვაპირებ, არც გაშორებას და არც რაიმე უმსგავსო საქციელის ჩადენას, რაც ჩემს ქმარს გააღიზიანებს და გულს ატკენს, მაგრამ ვფიქრობ, ვიმსახურებ ისეთ ცხოვრებას, სადაც მეორე ნახევარი შენი ერთგულია, არ გამცირებს, არ უკეთებს იგნორს შენს სურვილებს და გაძლევს საშუალებას ნიჭის რეალიზება მოახდინო. საკმაოდ ნიჭიერი გოგო ვიყავი და არ მომცა საშუალება, ჩემი პროფესიით მემუშავა, მეც გამეტარებინა დრო დაქალებთან, მეც მეცხოვრა ისეთ გარემოში, სადაც ქმარი ცოლს პატივს სცემს. ფაქტობრივად, ჯოჯოხეთში მაცხოვრა, მხოლოდ იმ რუტინით, რომ დილა დაწყებულიყო ხეხვა-რეცხვით და დამთავრებულიყო ქმრის ლოდინით, როდის დაბრუნდებოდა საძმაკაცოდან ნასვამი სახლში. ვიცი, ჩემს დღეში ბევრი ქალია და მინდა, მათ ვუთხრა: არ დაიჩაგრთ თავი, ყოველთვის გამონახეთ დრო, იყოთ ფორმაში და როგორღაც მიახვედრეთ მეორე ნახევრებს, რომ თქვენც გინდათ, ცხოვრებაში პატარ-პატარა სიამოვნებები და ოცნებების ნელ-ნელა, მაგრამ ახდენა.

მზიკო, 43 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი