ბრძნული აზრები

ბრძნული აზრებიბრძნული აზრები

№44

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 12.11

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

პლატონი: სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი.

შოუ: გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა.

ვოლტერი: მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ რაღაც სხვანი ვართ.

ჩერჩილი: ცხოვრებაში დიდი უპირატესობაა, რომ შეცდომები, რომელთაგან სწავლა შეგვიძლია, ადრე აღმოვაჩინოთ.

დოსტოევსკი: ადამიანი არ არის ბედნიერი, რადგან მან არ იცის, რომ ბედნიერია. ვინც ამას შეიგრძნობს, ის იმ წამსვე ბედნიერი ხდება.

გოეთე: ვისაც არ უყვარს და არ ცდება, ის თავის თავს ასამარებს.

პიტერ დრაკერი: მართვის არსი ისაა, რომ რაღაც სწორად აკეთო, ლიდერობისა კი – სწორად შეარჩიო ის, რაც უნდა გააკეთო.

ლაო ძი: ლიდერი საუკეთესო მაშინ არის, როცა საქმე შესრულებულია, მიზანი მიღწეულია და მისი ხალხი ამბობს, ყველაფერი ჩვენით გავაკეთეთო.

იოანე ოქროპირი: ქრისტიანის წოდება მოითხოვს, არა მხოლოდ სხვისი არ ავიღოთ, არა მხოლოდ მეზობელი არ გავანაწყენოთ, არამედ საკუთარიც დავუთმოთ მოკრძალებული სიყვარულით.

ამბა დოროთე: თუ სული თუნდაც ერთი ცოდვას აქცევს ჩვევად, მაშინ მტერი მოულოდნელად დაესხმის თავს, რადგან თავისი ვნების გამო მის ხელში აგდებს თავს.

ეფრემ ასური: ნურასოდეს იტყვი ცუდს მასზე, ვინც იმ წუთს იქ არ არის.

ბრიუერი: ვინც გრძნობს, მისთვის ცხოვრება ტრაგედიაა, ხოლო ვინც აზროვნებს – კომედია.

პოლ ვალერი: ბრძენს ესმის ერთი სიტყვა, მაგრამ იგებს ორს.

ვაშინგტონი: ცოტა ვინმეს თუ ეყოფა ვაჟკაცობა, წინ აღუდგეს მას, ვინც ყველაზე ბევრს იხდის.

სალვადორ დალი: არ გიყვარდეს ქალი, დანაშაულია, გიყვარდეს – სასჯელი.

შანელი: თუ მამაკაცი ცუდად საუბრობს ყველა ქალზე, ეს ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ერთმა ქალმა ატკინა გული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი