ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№33

ავტორი: „თბილისელები“ 18 წუთის წინ

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ლაო ძი: მიზეზი იმისა, რომ ხალხის მართვა ძნელია, იმაში მდგომარეობს, რომ ხალხი ნათლდება და მათში ბევრი ჭკვიანია.

კენედი: მთავრობა, რომელიც ხელისუფლების ცვლას ხდის შეუძლებელს, აუცილებელს ხდის რევოლუციას.

პიკასო: ადამიანებს შორისაც მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი.

გოდერძი ჩოხელი: დუმილი ხანდახან ყველაზე ხმამაღლა ჩხავის კაცის სულში.

ჟვანეცკი: თუ სწორად იკვებები, კარგად ვარჯიშობ და კარგად გძინავს... მაინც მოკვდები, ოღონდ გაკვირვებული.

ოტია: გაჭირვება არ ამართლებს უზნეობას.

ვოვენარგი: რა ბევრი რამ არის ადამიანისთვის ცოტა.

ნაპოლეონი: კაცობრიობის ტანჯვა გამოწვეულია არა ცუდი ადამიანების ქმედებებით, არამედ კარგი ადამიანების უმოქმედობით.

შოპენჰაუერი: ძნელია, იპოვო ბედნიერება საკუთარ თავში, მაგრამ მისი პოვნა სხვა ადგილას შეუძლებელია.

ეფრემ ასური: გიყვარდეთ ბოროტი ადამიანები, მათ სიყვარული ყველაზე მეტად სჭირდებათ.

იოანე ოქროპირი: მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ, ყველანი, ვარსებობთ ღმერთისთვის.

ნილოს სინელი: შეუძლებელია რწმენის მემკვიდრეობით მიღება ან მისი მოპოვება ნათლობის მეშვეობით. რწმენა არის პიროვნებასა და ღმერთს შორის არსებული პირადი საქმე.

ვოლტერი: როდესაც რამე რჩევას გაძლევ, არ ნიშნავს, რომ შენზე ჭკვიანი ვარ, ესე იგი, შენზე მეტი შეცდომა დავუშვი.

უნამუნო: შური არის საკუთარი უნიჭობისა და სიმცირის აღიარება.

კარნეგი: გახსოვდეს, დღეს არის ხვალ, რომელზეც შენ დარდობდი გუშინ.

ჯორჯ მაკდონალდი: უფრო დიდია, როდესაც გენდობა, ვიდრე, როდესაც უყვარხარ.

მერლინ მონრო: თანახმა ვარ, ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, რომელსაც მართავენ მამაკაცები ისე, რომ შემიძლია, ვიყო ქალი.

უაილდი: მამაკაცები, რომლებიც ქალებს არ პატიობენ პატარა ნაკლოვანებებს, ვერასდროს დატკბებიან მათი დიდი ღირსებებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი