ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 13.09
სენეკა: ნუ მიიჩნევ დუმილს უგულებელყოფად, სიმშვიდეს – უმოქმედობად, ხოლო სიკეთეს – სისუსტედ.
სკოტი: ოქრომ მეტი სული დაღუპა, ვიდრე რკინამ – სხეული.
ვოლტერი: დააფასეთ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ტკივილს სხვების ტკივილის შესამსუბუქებლად იყენებენ.
რუმი: შენ ხარ ის, რასაც ეძებ.
რემარკი: ნუ ეძებ ადამიანს, ვისთანაც ფულს დააგროვებ, იპოვე ის, ვისთან ერთადაც სიღარიბისაც არ შეგეშინდება.
ჩაპლინი: სარკე ჩემი ყველაზე კარგი მეგობარია – როცა მე ვტირი, ის არასოდეს იცინის.
ბუკოვსკი: პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვეძებთ ვინმეს, ვისთან ერთადაც დავბერდებით. არადა, უნდა ვეძებოთ ისეთი ადამიანი, ვისთანაც ბავშვებად დავრჩებით.
დემოკრიტე: დიდ ზიანს აყენებს სულს ის, ვინც აქებს მას.
ოტია: გაქცევა ყოველთვის არ არის სიმხდალე. არ უნდა გაჩერდე იქ, სადაც შენი ადგილი არ არის!
ბარსანოფი დიდი: ვინც შენიშვნას გვაძლევს, ის გვჩუქნის, ხოლო ვინც გვაქებს, ის გვპარავს.
იოანე ოქროპირი: კეთილშობილება და თავისუფლება ის არის, არავის ვუთხრათ რაიმე დამამცირებელი, თუნდაც ის ამის ღირსიც იყოს.
ნეტარი ავგუსტინე: უფრთხილდით საკუთარ აზრებს, ვინაიდან აზრები ზეცაში ისმის.
ვოვენარგი: არ ინატრო იოლი ცხოვრება! ინატრე ძალა, რომ გაუძლო მძიმე ცხოვრებას.
მონტენი: სხვისი უსინდისობა არ უნდა იყოს იმის განმსაზღვრელი, თუ როგორი იქნება ჩვენი სინდისი.
იუნგი: თუკი ადამიანი ვერ იგებს, რას ეუბნებით, ის საკუთარ თავს კი არა, თქვენ ჩაგთვლით სულელად.
შოუ: იყო ადამიანი, დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ იყო ქალი – უფრო მეტი.
მონრო: რაც უნდა ძლიერი იყოს ქალი, ის მაინც თავისზე ძლიერ მამაკაცს ელის. არა იმისთვის, რომ მას თავისუფლება შეეზღუდოს, არამედ იმისთვის, რომ მისცეს უფლება, იყოს სუსტი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


