ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№34

ავტორი: „თბილისელები“ 55 წუთის წინ

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

აკაკი: ფარისეველნო, გაუტანელნო, სხვასთან თავმხრელნო, შინ ორმოს მთხრელნო, ნაგვისა მყრელნო, თქვე ჭრელო გველნო, რამ შეგაძულათ ასე საქართვლო?!

დოჩანაშვილი: ყველაზე დიდი სილამაზე ამაღლებული უბრალოებაა.

გოეთე: დაყავი და იბატონე - ბრძნული წესია, მაგრამ გააერთიანე და მართე – კიდევ უკეთესი.

ანრი ანტუან გრიუ: მე არ გეკითხები, რა რელიგიის, რასის ან ეროვნების ხარ. მე გეკითხები სად გტკივა.

ილია: ევროპის პოლიტიკაში არც სამართლიანობასა და არც ზნეობას კუთვნილი ადგილი არ უჭირავს და ყოველივე გამორჩენასა და ანგარიშს ექვემდებარება.

მონტესკიე: იმისთვის, რომ დიდი გახდე, საჭიროა, ადამიანებთან ერთად იდგე და არა – მათზე მაღლა.

მონტენი: სხვას რომ ასწავლო, მეტი ჭკუა გჭირდება, ვიდრე თვითონ ისწავლო.

ჰიუგო: იპოვო საყრდენი საკუთარ თავში, ნიშნავს, იყო უძლეველი.

იოანე ოქროპირი: მუდამ გახსოვდეს – მარტოობისას ღმერთია ჩვენთან, ხოლო როცა ვიღაცას ვეხმარებით, თავად ქრისტეა ჩვენში.

ბერი პაისი: როცა ვლოცულობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთთან; როცა წმიდა წერილს ვკითხულობთ, ღმერთი გვესაუბრება ჩვენ.

ეფრემ ასური: უბედურება ის კი არ არის, რომ შესცოდე, არამედ ის, რომ დაცემულის ადგომა არ გინდა; უბედურება ის კი არ არის, რომ ვნებებმა დროებით გძლია, არამედ ის, რომ ცოდვაში ცხოვრება მოგწონს და ჯიუტად აგრძელებ ასეთ ყოფას და სხვებსაც ღუპავ.

რუსო: ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენი პიროვნების სამ მეოთხედზე, რათა დავემსგავსოთ სხვებს.

ვოლტერი: ჩვენ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რაც გვიყვარს, მაგრამ ყოველთვის ვწუხვართ იმაზე, რაც არ გვაქვს.

ვოვენარგი: ადამიანს სხვაში შეუძლია დაინახოს მხოლოდ ის, რასაც თავად წარმოადგენს.

ჯორჯ ეიდი: გაუმარჯოს მამაკაცს! თუ მოინდომებს, ის დაიპყრობს ნებისმიერ მწვერვალს. გაუმარჯოს ქალს! თუ მოინდომებს, ის დაიპყრობს ნებისმიერ მამაკაცს.

ჯეიმს სტეფენსი: ქალები მამაკაცებზე ჭკვიანები არიან – მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები იციან, მეტი ესმით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი