ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№31

ავტორი: „თბილისელები“ 18:00

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

მანერგეიმი: სანამ დახარჯავთ დიდ თანხებს თავდაცვაში, ხალხისთვის უნდა შექმნათ ცხოვრების ის დონე, რომლის დაცვაც მათ მოუნდებათ.

ლინკოლნი: როგორ ფიქრობთ, არ ვანადგურებ ჩემს მტრებს იმით, რომ მე მათ ვიმეგობრებ?

ნაპოლეონი: ღარიბად დარჩენის ყველაზე სანდო გზაა, იყო პატიოსანი.

ტაციტუსი: ვისაც მტერი არ ჰყავს, მას მეგობრები მოკლავენ.

დუმბაძე: მარტოობის ნუ შეგეშინდება. მარტო ის არის, ვისაც სიყვარული არ შეუძლია.

არისტოტელე: სიხარული სულის ჯანმრთელობაა.

ტოლსტოი: ძლიერი ადამიანი ყოველთვის უბრალოა.

ნოვოდვორსკაია: ნუ შეუშვებთ რუსებს სახლში, ქვეყანას წაგართმევენ.

ვოლტერი: ცხოვრებაში ადამიანთა უმეტესობა თამაშობს, თითქოს გეხმარება.

ნეტარი ავგუსტინე: უფრთხილდით საკუთარ აზრებს, ვინაიდან აზრები ზეცაში ისმის.

ოპტელი ბერი ამბროსი: ვინც გვკიცხავს, ის გვჩუქნის, ხოლო ვინც გვაქებს, ის გვპარავს.

გრიგოლ ივერიელი ფერაძე: ჩვენ ყოველთვის რთული და ძნელი რამე გვიტაცებს და სახლის შენება გვიყვარს არა საძირკველზე, არამედ ღრუბლებში.

როკფელერი: მე სიკეთეს გავცემ და ვეხმარები არა იმიტომ, რომ მას რაღაც არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ მე შემიძლია.

პლატონი: პატიოსან ადამიანს კანონი არ სჭირდება იმის კარნახისთვის, თუ როგორ მოიქცეს ღირსეულად.

პიუზო: რთულ დროს აღმოაჩენ მეგობრებს, მტრებს და საკუთარ თავსაც.

იუნგი: თუკი ადამიანი ვერ იგებს, რას ეუბნებით, ის საკუთარ თავს კი არა, თქვენ ჩაგთვლით სულელად.

ჟვანეცკი: ცოლის ამოცანაა, დახარჯოს რაც შეიძლება მეტი ქმრის შემოსავლიდან, საყვარლისთვის რომ აღარ დარჩეს.

შანელი: ძლიერ მამაკაცს შეუძლია, გაუმკლავდეს ძლიერ ქალს. სუსტი მამაკაცი კი იტყვის, რომ ამ ქალს უცნაური ხასიათი აქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი