ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№30

ავტორი: „თბილისელები“ 18:00

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

ნოამ ჩომსკი: თუ გსურს, მართო ხალხი, შექმენი წარმოსახვითი მტერი, რომელიც შენზე ბევრად საშიში გამოჩნდება, შემდეგ კი ხალხს თავი მათ მხსნელად წარუდგინე.

ჩე გევარა: თუ არ შეგიძლია, არასწორს არასწორი უწოდო, მაშინ მონობის უკანასკნელ სტადიაზე იმყოფები.

ლინკოლნი: უნდა გახსოვდეს, რომ ზოგიერთი რამ, რაც კანონიერად სწორია, მორალურად შეიძლება სწორი არ იყოს.

პლატონი: სხეული სულის საპყრობილეა, თუ ადამიანი მხოლოდ სიამოვნებისთვის ცხოვრობს.

ჩესტერფილდი: ძალა იმ დღეებში იბადება, როცა გეგონა, რომ ვერ გაუძლებდი.

სენტ-ეგზიუპერი: სიყვარული იქ იწყება, სადაც სამაგიეროდ არაფერს ელიან.

ჟვანეცკი: თუ ადამიანს ძალიან დიდი სურვილი აქვს, იცოცხლოს, ექიმებსაც კი არ შეუძლიათ, ხელი შეუშალონ.

მურაკამი: მე არ მიყვარს მარტოობა, უბრალოდ, არ ვიჩენ ზედმეტ ნაცნობობას, რათა ადამიანებზე ერთხელ კიდევ არ დავკარგო რწმენა.

ნოდარ დუმბაძე: ღმერთი სახლი არ არის, რომ მოისვენო. ღმერთი გზაა, რომელზეც უნდა იარო.

იოანე ოქროპირი: უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისთვის.

ბერი იოსებ ოპტელი: ოდნავადაც ნუ შეშფოთდებით და გაბრაზდებით, თუ თქვენს კეთილ რჩევებს არ ისმენენ. ჩვენც ხომ არ ვუსმენთ უფალს და ამის გამო ის არ გვსჯის.

ტოლსტოი: არ ჩაჯდე არასწორ მატარებელში მხოლოდ იმიტომ, რომ ლოდინით დაიღალე.

ვოვენარგი: ყოველთვის შეგვიძლია რაღაცის სწავლა სხვებისგან, თუნდაც ის, როგორი არ უნდა იყო.

მოემი: უმჯობესია, იცოდე, რომ სულელი ხარ, ვიდრე იყო სულელი და ეს არ იცოდე.

შანელი: მეგობრი ქალი და მამაკაცი ყოფილი ან მომავალი საყვარლები არიან.

მარკესი: ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ მისი ფასი სხეულის ფორმით არ განისაზღვრება. ამიტომ კარგად დაფიქრდით, ვიდრე მის ასაკს, სიმაღლეს, ფორმებსა და სექსუალობაზე იტყვით რამეს, რადგან ეს ემოციები ძალადობაა და მან ეს იცის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი