ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 56 წუთის წინ
პლატონი: ისინი, ვინც საკმარისად ჭკვიანები არიან იმისთვის, რომ პოლიტიკაში არ წავიდნენ, ისჯებიან იმით, რომ მათ მართავენ ადამიანები, რომლებიც მათზე სულელები არიან.
ვოლტერი: სახელმწიფოში კანონების მრავალრიცხოვნება იგივეა, რაც მკურნალებისა და მღვდლების დიდი რიცხვი, რაც ავადმყოფობისა და ურწმუნოების ნიშანია.
სენეკა: მას, ვისაც სიკვდილის ეშინია, ვერასდროს გააკეთებს ცოცხალი ადამიანის შესაფერ რაიმე ღირებულს.
ლინკოლნი: მე არ მაინტერესებს, რას ლაპარაკობენ ჩემს ზურგს უკან მანამ, სანამ ჩემზე ტყუილს ამბობენ.
ჰემინგუეი: სიმთვრალის დროს მიცემული ყველა პირობა სიფხიზლეში შეასრულე და ეს გასწავლის ენაზე კბილის დაჭერას.
მონტენი: თუ ჯერ კიდევ დარდობ იმაზე, რას ფიქრობენ შენზე სხვები, მაშინ მათთვის ცხოვრობ და არა შენთვის.
ოთარ ჭილაძე: ნდობის გამოცხადება, რასაკვირველია, დიდი პატივია, მაგრამ მთავარი მაინც ნდობის გამართლებაა.
ნეტარი ავგუსტინე: ნუ ეცდები, რომ გაიგო, რათა ირწმუნო, არამედ ირწმუნე, რათა გაიგო.
იოანე ოქროპირი: რწმენა არ არის დაჯერება იმისა, რომ ღმერთი მოიმოქმედებს იმას, რაც თქვენ გსურთ. რწმენა არის დაჯერება იმისა, რომ ღმერთი მოიმოქმედებს იმას, რაც სწორია.
ეფრემ ასური: რწმენა მსგავსია რადარისა, რომელსაც ნისლშიც შეუძლია გზის გაკვლევა, რომელიც შორიდანვე ხედავს საგანთა რეალობას, რისი დანახვაც ადამიანის თვალს არ შეუძლია.
ტარიელ ჭანტურია: ის, რაც ინტელექტს მოკლებულია, ჩემთვის ინტერესს მოკლებულია.
იუნგი: ბავშვები მშობლების მაგალითით იზრდებიან და არა მათი საუბრით.
ვოვენარგი: იყავი ერთგული, მაგრამ არასდროს მისცე ერთგულებას უფლება, გაგხადოს სულელი.
ლოლობრიჯიდა: ქალი 7 წლით იმაზე ახალგაზრდაა, ვიდრე მისი დაქალები ამტკიცებენ და 5 წლით იმაზე უმცროსი, ვიდრე მამაკაცები მიიჩნევენ.
ჩაპეკი: თუ ქალი არ ნებდება, ის იმარჯვებს, ხოლო თუ ის ნებდება – კარნახობს თავის პირობებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


