ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№40

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 15.10

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ილია: ბედი იმისია, ვინც ძლიერია, ძლიერი კი მარტო მცოდნე კაცია.

ვოლტერი: თავისუფალია ის, ვინც დაკარგა ყველაფერი, რის გამოც ცხოვრობდა.

გოეთე: ვინც იბრძვის, შეიძლება წააგოს, მაგრამ ვინც არ იბრძვის, იმან უკვე წააგო.

ვოვენარგი: სარკეში ჩანს შენი გარეგნობა, შენს ქმედებებში კი შენი არსი.

გოდერძი ჩოხელი: სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი, მერე, აბა, რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილის იქით ხომ კიდევ ურო დიდი სიცოცხლეა.

რემარკი: თუ შენ უკან დგანან, დაიცავი! თუ გვერდით დგანან – დააფასე, თუ წინ გადაგეღობებიან – ებრძოლე.

რუსო: კაცი მაშინ არის ღარიბი, როცა სურვილი სჭარბობს ღონეს.

ჯორჯ ორუელი: ადამიანებს შეუძლიათ, იყვნენ ბედნიერნი, თუ ბედნიერებას ცხოვრებას მიზნად დაისახავენ.

მიხეილ ჯავახიშვილი: ადამიანი მხოლოდ იმას აფასებს, რასაც კარგავს და რასაც ხელახლა პოულობს.

იოანე ოქროპირი: გაღიზიანებული მასწავლებელი კი არ ასწავლის, არამედ აღიზიანებს.

ნეტარი იერონიმე: სასჯელი გამოსწორების აუცილებელი საშუალებაა, მაგრამ არა ერთადერთი.

ბასილი დიდი: როგორ გეყოლებათ წესრიგში შვილები, თუ თვითონ უწესრიგო ცხოვრებას ეწევით.

სენეკა: მრავალი ადამიანისთვის სიმდიდრის შეძენა მათ პრობლემებს კი არ აღმოფხვრის, არამედ მათ ცვლილებას ახდენს მხოლოდ.

განდი: თავისუფლება არაფრად ღირს, თუ ის თავის თავში არ ჩართავს შეცდომის დაშვების თავისუფლებას.

ავრელიუს ავგუსტინი: რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე? ყაჩაღების ბანდა.

რეი დალიო: სასარგებლო ცვლილება დაიწყება მაშინ, როცა საკუთარი სისუსტეების გაცნობიერებასა და მიღებასაც კი შეძლებ.

ჯეინ მორო: ქალი მამაკაცისთვის გამოცანაა, რომლის პასუხსაც ის შემდეგ ქალში ეძებს.

შილერი: საუკეთესო ქალს იმით შეიცნობენ, რომ მასზე არ ლაპარაკობენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი