ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00
ბონი ბლერი: გამარჯვება ყოველთვის პირველობას არ ნიშნავს. გაიმარჯვო – ნიშნავს, გახდე იმაზე უკეთესი, ვიდრე გუშინ იყავი.
ჩესტერტონი: უბედურება ის კი არ არის, როცა გამოსავალს ვერ პოულობ. უბედურება ის არის, როცა პრობლემას ვერ ხედავ.
შექსპირი: სულელს თავი ჭკვიანი ჰგონია, ჭკვიანმა კი იცის, ვინ არის სულელი.
ნიცშე: როდესაც საკუთარ თავში განადგურებას შეიგრძნობ, იცოდე, შენ ზრდის ახალი დონის ზღურბლთან დგახარ.
პლუტარქე: ჯობია, ზურგი გქონდეს დაკაწრული, ვიდრე გული დაგლეჯილი.
კრიშნამურტი: ბედნიერია ის, ვისაც ღალატში სიყვარული უშლის ხელს და არა მორალი.
ჟან ბოდრიარი: ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაციაა, მაგრამ სულ უფრო და უფრო ნაკლები აზრი.
სენტ-ეგზიუპერი: სიყვარული ის კი არ არის, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს უყურებს, სიყვარულია, როცა ისინი ერთად, ერთი მიმართულებით იყურებიან.
გრიგოლ დიოლოღოსი: მთელი თავისი სიკეთე იმქვეყნად მიაქვს მას, ვინც ის სიცოცხლეში გაჭირვებულებს დაურიგა.
სერაფიმე საროველი: მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენ გარშემო სხვებიც გადარჩებიან.
იოანე ოქროპირი: როგორც ჭამის სურვილი არ კლავს შიმშილს, როგორც წყლის დალევის სურვილი არ სპობს წყურვილს და ვაჭრობის სურვილი არ გაგამდიდრებს, ისე მხოლოდ ცხონების სურვილი ვერ გაცხონებს.
ვოვენარგი: სრულყოფილების ძიებაში ბევრი საკუთარ თავს კარგავს, ხოლო საკუთარი თავის მიღებაში – საკუთარ ცხოვრებას პოულობს.
ფროიდი: გახსოვდეს, შენი სისუსტეებისგან იბადება შენი ძალა.
სარტრი: ჭკვიანი ადამიანი არ ბოროტდება, ბოროტება შეზღუდულობაა.
ვოლტერი: თუ ადამიანს ერთხელ აპატიე ტყუილი, მზად იყავი, რომ მეორედ მისი გადამოწმება მოგიწევს.
მონიკა ბელუჩი: ქალს შეუძლია, მამაკაცი უყვარდეს ისე, თითქოს არასდროს წავა, მაგრამ დადგება დღე, როცა წავა ისე, თითქოს საერთოდ არ ჰყვარებია.
სტეინბეკი: ქალი ნერვიულობს გათხოვებამდე, კაცი მშვიდად არის ცოლის მოყვანამდე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

