ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№37

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 08.10

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

ტაციტუსი: ბრბოს უყვარს, ყველანაირი უბედურება ერთ კონკრეტულ ადამიანს დააბრალოს.

ნიცშე: როდესაც ცხოვრებაში შენიანს შეხვდები, მიხვდები, რატომ ვერ უგებდი სხვას.

რუსო: ვინც უარი თქვა მეტის მეტზე, მან თავი იხსნა გაჭირვებისგან.

ბუასტი: მტრისგან მოყენებული უდიდესი ბოროტება ის არის, რომ ჩვენს გულს სიძულვილს აჩვევს.

როლფსი: მშვიდობა კაცობრიობის ნიჭის გამოცდაა.

ვეისი: ბედნიერია, ვისთვისაც ხელმისაწვდომია ის, რაც სურს; უფრო ბედნიერია ის, ვისაც ის სურს, რაც ხელმისაწვდომია.

ანრე ჟიდი: სჯობს, ადამიანებს სძულდეთ იმის გამო, ვინც ხართ, ვიდრე უყვარდეთ იმის გამო, რაც არ ხართ.

ვოლტერი: კარგი ჩვევები დროს შენს მოკავშირედ აქცევს, ცუდი ჩვევები – მტრად.

არმანი: სტილსა და მოდას შორის განსხვავება ხარისხია.

ტიხონ ზადონელი: საკუთარი თავისთვის უდიდეს უბედურებად მიიჩნიე, თუ რამე სახით შენს ვნებებს დააკმაყოფილებ, რამეთუ ერთი მათგანის დაკმაყოფილება სხვა მრავლის აღძვრას ნიშნავს.

ისიდორე პელუზიელი: არანაირი ბოროტება და უბედურება ცოდვაზე დამღუპველი არ არის.

ამბა იაკობი: სრულყოფილება იმაში მდგომარეობს, რომ თავი მოყვასზე ნაკლებად ჩათვალო.

გოეთე: კანონი ძლიერია, მაგრამ გაჭირვება – უფრო ძლიერი.

ჩერჩილი: ჩვენ ვარსებობთ იმით, რასაც ვიღებთ და ვცხოვრობთ იმით, რასაც გავცემთ.

გრეჰემი: საზრიანი ინვესტორი არის რეალისტი, რომელიც პესიმისტებისგან ყიდულობს და ოპტიმისტებზე ყიდის.

კანტი: იარაღასხმული ფილოსოფოსი ისეთივე სულელია, როგორც უიარაღოდ ომში წასული მეომარი.

ჟვანეცკი: ქალი ჩაის პაკეტივით არის, ვერასდროს გაიგებ, რამდენად ძლიერია, სანამ მდუღარე წყალში არ აღმოჩნდება.

შექსპირი: ვერ იპოვით ქალს, რომელსაც ყველა კითხვაზე არ აქვს პასუხი. სხვა შემთხვევაში ის უენოა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი