ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 08.10

ლუი პასტერი: რაც უფრო ღრმად ვუდგები მეცნიერებას, მით უფრო მორწმუნე ვხდები.
მაკედონელი: მამაჩემის მოვალე ვარ იმისთვის, რომ ვცხოვრობ, ჩემი მასწავლებლის – იმისთვის, რომ კარგად ვცხოვრობ.
ნაპოლეონი: სიყვარული რიგითი ადამიანისთვის ცხოვრებაა, ჯარისკაცისთვის – გართობა, მეფისთვის კი – ანკესზე წამოსაგები საშუალება.
ლინკოლნი: განა მე არ გავანადგურე ჩემი მტერი, როდესაც ის ჩემს მეგობრად გავხადე?
კოლუმბი: თქვენ ვერასდროს გადალახავთ ოკეანეს, მანამ, სანამ არ აღიჭურვებით ვაჟკაცობით, მხედველობის არიდან გამოთიშოთ ნაპირი.
ბოლდუინი: არც თუ ისე ბევრი ადამიანი გარდაიცვალა სიყვარულისგან, მაგრამ რამდენი მომკვდარა და რამდენი კვდება ყოველ წუთს იმისგან, რომ მათ ის არ ჰყოფნით?
საფონი: ფულის შოვნა თავისთავად რთული არ არის. რთულია, იშოვო ფული იმით, რისთვისაც ცხოვრების მიძღვნა ღირს.
გარლანდი: ყველაზე დიდ საგანძურს თვალი ვერ ხედავს, მაგრამ გული პოულობს.
ბასილი დიდი: სიყვარულის ვალი – ეს ისეთი სახის ვალია, რომ მისი გადახდა უწყვეტად გრძელდება, მაგრამ ბოლომდე არასდროს გადაიხდება.
ანტონ დიდი: ნუ მისცემ თავს ნებას, ადამიანური მეგობრობის გამო ღვთის მცნებები დაარღვიო.
ილია მეორე: სიყვარულშია ხსნა, სიმდაბლეში – სიმაღლე, უბრალოებაში – სიდიადე, გაცემაში – შეძენა და დათმენაში – გამარჯვება.
სტივენსონი: პატიოსანი ადამიანების პრობლემა არის ის, რომ ისინი ელოდებიან ყველა დანარჩენი ადამიანის პატიოსნად ქცევას.
მონტენი: კითხვები, რომლებზეც პასუხი არ გაგაჩნიათ, ბევრად სჯობს პასუხებს, რომლებზეც უფლება არ გაქვთ, დაეჭვდეთ.
სტივ ჯობსი: თქვენი დრო განსაზღვრულია, ნუ ფლანგავთ მას, ნუ იცხოვრებთ სხვისი ცხოვრებით.
ლუქსემბურგი: ქალის ხასიათი არ აჩვენებს, თუ სად იწყება სიყვარული, არამედ გვანახვებს, თუ სად მთავრდება ის.
ტვენი: ქალი არის თევზი, რომელიც მეთევზეს იჭერს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან